ათასობით წლის წინ, დაფნა გამოიყენებოდა როგორც სამედიცინო, სამკურნალო ბალახი. ძველი ბერძნები და რომაელები კი მას წმინდა მცენარედ მიიჩნევდნენ. დაფნას დღემდე სიმბოლური დატვირთვა აქვს და არსებობს პრემია „ოლიმპიური დაფნა“. ხსენებული პრიზი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესდა და გადაეცემათ ათლეტებს, რომელთაც მსოფლიო სპორტის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.
თუმცაღა ჩვენ ამ სასწაულმოქმედ მცენარეს ძირითადად საკვებ პროდუქტად ვიყენებთ, დაფნის ფოთოლი დაბლა სწევს წნევას, კარგი შარდმდენია, ხსნის სპაზმებს, ამაგრებს ნერვებს, არის კარგი ანტისეპტიკური და ანტირევმატიზმული საშუალება, კარგია თმისთვის, გამოიყენბა სხვა თავის მოვლის პროცედურებში, წონაში კლებისთვის, გაციების დროს და ა.შ, თუმცა დღეს ჩვენ მის სხვა დადებით თვისებაზე და მისი ახალი, უცნაური გზით გამოყენების შესახებ უნდა ვისაუბროთ. იმის გამო, რომ დაფნის ფოთოლი შეიცავს ეთერზეთებს და სხვა აქტიურ ნივთიერებებს, ეს მცენარე საოცრად ამშვიდებს. სწორედ ამიტომ თქვენ ასეთი რამ უნდა გააკეთოთ. უნდა მოათავსოთ ერთი ცალი დაფნის ფოთოლი ცეცხლზე, დატოვოთ ეს საფერფლე და დაბრუნდეთ ოთახში 10 წუთში. ოთახი ივსება სასწაულმოქმედი არომატით, რომელიც საოცრად მოქმედებს გაღიზიანებაზე და ამშვიდებს ნერვებს.
:-)