ადმინისტრაციული გოგონას შეეშალა და ყოფილი შეყვარებულის მაგივრად სხვის ავტომობილს წაუკიდა ცეცხლი(ვიდეო) 2016, 8 სექტემბერი, 11:21 ქალაქ კლიროუტელში (შტატი ფლორიდა)შურისძიებით შეპყრობილმა გოგონამ გადაწყვიტა ყოფილი შეყვარებულის ავტომობილი დაეწვა, თუმცა შეეშალა და სხვის ავტომობილს წაუკიდა ცეცხლი. სხვისი ქონების განადგურების დამადასტურებელი ვიდეო ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეოში ჩანს, რომ გაზონთან მდგარ თეთრ Honda-ს საბარგულს გოგონა ცეცხლს უკიდებს, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ავტომობილი მის შეყვარებულს არ ეკუთვნოდა. პოლიციამ 19 წლის კარმენ ჩამბლი(Carmen Chamblee) დააკავა, გოგონამ აღიარა დანაშაული და აღნიშნა, რომ ავტომობილი ყოფილი ბოიფრენდის ეგონა.თუ ვის ეკუთვნოდა სინამდვილეში ავტომობილი, ამის შესახებ ინფორმაციას პოლიცია არ ავრცელებს. 550 8-ს მოსწონს 1-ს არა
|