x
image
გვანცა1234
,,4 თვე ებრძოდა სიმსივნეს და ყოველდღე სუსტდებოდა ასე რომ უეცარი ეს ამბავი ნამდვილად არ იყო''-გიორგი ვარდოსანიძე სამწუხარო ამბავს გვამცნობს

გიორგი ვარდოსანიძე ცნობილი ქართველი მსახიობია. მას მონაწილეობა მიღებული აქვს უამრავ ქართულ ფილმსა და სერიალში. ამჟამად ისიუმორისტული გადაცემის “გააცინე და მოიგეს'' წამყვანია. ცოტა ხნის წინ მან სოციალური ქსელის მეშვეობით სამწუხარო ამბავი გვამცნო. მან ასეთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.image“წერა არასოდეს მეხერხებოდა ყოველთვის მერჩივნა ჩემი გრძნობები სიტყვით
გამომეხატა . არც ეხლა ვიცი იმის დაწერას თუ შევძლებ რაც ჩემში დაგროვდა ამ
რამდენიმე დღეში ...
ორი საათის წინ ბებია დავასაფლავე რომელიც
ჩემთვის იმაზე მეტი იყო ვიდრე ძალიან ბევრი ჩემიანი ერთად აღებული ... ბოლო
ბებია რომელიც სახეზე მყავდა და ბოლო 80 წლის ჩემი ჭკუის მეგობარი ამ
ქვეყანაზე ... არ დავიწყებ იმის მოყოლას რამხელა ამაგი და სიყვარული ქონდა
ჩემს მიმართ ეს ზედმეტად პირადულია და ამით სპეკულირებას ვერ დავიწყებ . სულ სხვა რამ მინდა ვთქვა თორემ ის რომ ოჯახის წევრის დაკარგვა მტკივნეული პროცესია ეს ყველამ კარგად ვიცით .
მარიამობა დღემ გათენება დაიწყო და ჩემს ტელეფონზე სიტყვა " მამა "
დაიწერა . მივხვდი ამ ზარს რა ინფორმაციაც მოჰყვებოდა და არ შევცდი . მამამ
ტელეფონში მხოლოდ ერთი წინადადება წარმოსთქვა " ბებო აღარ არის " .
4 თვე ებრძოდა სიმსივნეს და ყოველდღე სუსტდებოდა ასე რომ უეცარი ეს ამბავი ნამდვილად არ იყო .
ბებო დამარცხდა ბრძოლაში .
ჩემს ძმას დაურეკე და სოფლის გზას დავადექით . დიდი დრო არ სჭირდება
სოფელში ჩასვას თუმცა ეს ნახევარი საათი მინდოდა რომ საათებში გადაზრდილიყო
მაგრამ ეზოს კართან ზუსტად ნახევარ საათში ვიდექით . მთელი გზა ჩუმად
გამოვიარეთ და სახლშიც მდუმარედ შევედით და დაგვხვდა ის რაც უნდა
დაგვხვედროდა ..
სამი შვილი რომელიც ატირებული და ქაოტური იყო ასევე
სხვა ოჯახის წევრები რომლებიც სხვადასხვა საქმეს აკეთებდნენ . შევედი და
სკამზე აცრემლებული დავჯექი . მაქსიმლურად ვცდილობდი არ მეტირა მაგრამ ეს
არ გამომდიოდა როდესაც დედის და ბიძების სახეებს ვხედავდი .
ამ ქაოსსა
და ტკივილში გახვეულს მთავარი ჭირისუფლი დამავიწყდა რომლიც მხოლოდ მაშინ
დავაფიქსირე როდესაც ბებოს სახეს ხელი შეეხო .. ეს პაპაჩემი იყო ..
ადამიანი რომელმაც ამ ბებოსთან ერთად სამოცი წელი ქორწინებაში და პირველი
კლასიდან სიყვარულში გაატარა .. ის იმ ღამეს საერთოდ მარტო დარჩა ..
მიუხედავად შვილების, უმრავი შვილიშვილების და შვილთაშვილების ის მაინც მარტო დარჩა .
ბებერი თითებით ბებოს თვალებს უხუჭავდა და თან იმეორებდა " მოღალატე ხარ ესე მარტო როგორ დამტოვე !!!
ესე მარტო როგორ დამყოვე "
იმეორებდა და თან სახეზე ეფერებოდა ...
ბევრი რამ მინახავს ჩემს ცხოვრებაში ცუდიც და კარგიც მაგრამ პირველად შემშურდა იმაზე მეტად ვიდრე მეტკინა ...
თავში ერთადერთი აზრი ამეკვიატა .. სიბერეში როდესაც მეც დავხუჭავ თვალებს
, ნეტავ ჩემს გვერდით თუ იჯდება მოხუცი ქალი რომელიც ამ სიტყვებს ამ
სიმართლით მეტყვის ან პირიქით მე თუ ვეტყვი მას ....
სახლში სიცარიელემ დაისადგურა და პაპასთვის მარტოობის ასი წელი დაიწყო ..
თუმცა ის ყველაზე ბედნიერია რადგან მას ასე უყვარდა და უყვარს ...
ბოდიში ალბათ ამდენი სენტიმენტით თავი მოგაწყინეთ თუმცა ერთადერთი რაც
მინდოდა ის იყო რომ ესეთი სიყვარული მესურვა თქვენთვის . გაუბრთხილდით
ბებიებს და ბაბუებს''.image

2
2507
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2507
  
2016, 5 სექტემბერი, 13:28
არ ველოდი გიორგიდან ასეტ პოსტს .... მარტლა ყველას გისურვებტ ასეთ სიყ არულს ასევე ემს თავსაც
2016, 3 სექტემბერი, 8:20
გიგა მართლა ძალიან ცუდად იყო ის პირველად ვნახე ასეთ მდგომარეობაში და ძალიან შემეცოდა... გიგას ჩვენ ვეძახით. რადგან ისიც ქსანში ცხოვრობდა ბებიაც ქსნელი იყო,
ცხონებული ძალიან კეთილი ადამიანი იყო. გიგამ აგვისტო თითქმის ქსანში გაატარა, საღამოს "ბირჟაზე" ვიხსენებდით იმ დროს როცა ფეხბურთის სათამაშოდ გამოდიოდა გრძელი თმებით და ჯინსის შარვლით. გიგა მე შეცვლილი მეგონა, თუმცა ამ ზაგხულს რაც მასთან ხშირად მიწევდა ურთიერთობა მივხვდი რომ არანაიტად შეცვლილა. ის მხოლოდ მსახიობობს ტელევიზიაშიც, და სალომეზე ბევრად უფრო უკეთესი მეწყვილეც ეკუთვნის. წუხელაც
ღამის12 ხდებოდა როცა შოთიკოს მერსედესში ვნახე თვალაცრემლებულ მდგომარეობაში.
0 1 2