x
image
გვანცა1234
,,გათიშეთ დენი, ეგეც რუსულია!''-რამ გააბრაზა გურამ შეროზია?

გურამ შეროზია ცნობილი ქართველი ბლოგერი და ტელეწამყვანია. ბოლო ხანებში ის მომღერლისა და მსახიობის ამპლუაშიც მოგვევლინა. ის საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში და ხშირად აკეთებს სხვადასხვა სახის კომენტარს. imageსულ ცოტა ხნის წინ კი მან ამგვარი პოსტი გამოაქვეყნა: “იანდექსის ტაქსის მძღოლს რომ სცემ ყაზბეგის გამზირზე (პავლოვს რომ ეძახი
ჯერ კიდევ) და მაისურს შემოაფლეთ გაღატაკებულ ტანზე, მაგით დაიცავ
სამშობლოს ოკუპანტისგან? - შეკითხვაზე პასუხს არ ველი... (ნათია იკოშვილი)

ეს სტატუსი წავიკითხე გუშინ, ერთერთი მეგობრის კედელზე და ისე გავცოფდი,
ლამის ნაპერწკლები ვყარე თვალებიდან. თქვე უვიცო და უტვინო ვაი პატრიოტებო,
მარტივი გზით რომ გადაწყვიტეთ გმირად შერაცხვა და აქ პოსტვის გარდა
საჯდომი არ გაგინძრევიათ, როცა საჭირო იყო! სანამ, ხელს დაარტყამთ ლუკმაპურის საშოვნელად გამოსულ ადამიანს, მანამდე:
1. გათიშეთ დენი, ეგეც რუსულია!
2. ნუღარ იყენებთ ბილაინის სასაუბრო დროს, შენი ეკონომია მისაღებია და ამ კაცისთვის ფულის შოვნის შესაძლო გზა - სამშობლოს ღალატი?!!
3. ნუ ისარგებლებ ვითიბით...
4. ამხელა კომპანიების ბაზრის გასვლის შემდეგ, კიდევ უფრო გაღატაკდები, როცა ქვეყანას ამდენი უმუშევარი შეემატება

5. მერე აწიე ერთი ადგილი, კეთილი ინებე და შეუგროვე თანხა ამ ადამიანებს,
ვინც ვინ იცის როგორმა გაჭირვებამ მიიყვანა იანდექსში, არჩინე მათი
ოჯახები მათ ნაცვლად, სანამ დაარტყამ იმისთვის, რომ "მოღალატეების"
კომპანიაში მუშაობს.
რაც შეეხება რუკაზე აფხაზეთის და ოსეთის
დამოუკიდებლობას, რომელიმეს მოგივიდათ აზრად და შეხვედით ბილაინის ან
ვითიბის საიტზე? პირველ ფოტოში ვტვირთავ ბილაინის საიტზე გამოქვეყნებულ
რუკას და აბა მიდით, ახლაც დაიცავით სამშობლო! იანდექსმა კიდევ იქნებ ის
იგულისხმა რუკაზე, რომ მათი ტაქსით მხოლოდ კონკრეტულ ტერიტორიაზე შეიძლება
მოძრაობა და აფხაზეთში და ოსეთში შესვლა არ შეუძლიათ? სცადეთ გარკვევა,
სანამ ყაყანს ატეხდით?!
სამარცხვინო, ამაზრზენი უგულობა! -_-
მაპატიეთ, აფექტური სტატუსი, მაგრამ მაგიჟებს ასეთი მარაზმი !!! :/

პ.ს. ერთი ისინი არიან პატრიოტები, ათი ერთად ერთ რუს ტურისტს რომ ესხმიან
თავს და "პუტინ ხუილოს" ძახილს აიძულებენ და მეორე კიდევ ეს "გმირები".''

პოსტის ბოლოს, კომენტარებში მან მართლაც გამოაქვეყნა ბილაინის საიტზე გამოქვეყნებული რუკა. image

2
245
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
245
  
2016, 3 სექტემბერი, 15:11
დენი ქართულია, მხოლოდ შენმა სათაყვანებელმა მიშიკომ ჩაუგდო ხელში მისი მართვა ოკუპანტებს...
2016, 3 სექტემბერი, 15:10
"ამხელა კომპანიების ბაზრის გასვლის შემდეგ"–ამ პოსტის ავტორს თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და იცოცხლეთ ამბიცია ხომ აქვს და აქვს!!! :(
0 1 2