სხვა «კაროლი», «დამა», «ვალეტი»... ის ვინც ბანქო მოიგონა, თავად «ჯოკერი» იყო 2017, 8 აგვისტო, 13:21 არსებობს ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი ბანქო, ანუ სათამაშო კარტი. როგორც ამბობენ, ის 1392 წელს, საფრანგეთი მეფე შარლ VI შლეგის მასხარამ, ჟაკმენ გრინგონერმა გამოიგონა. როგორც მეფის მეტსახელიდან ჩანს, მეფე სულიერი აშლილობით იტანჯებოდა. ბატონის გასართობად, მასხარა ბანქოს სხვადასხვა სახის თამაშს იგონებდა და თანდათანობით დასტის მოდიფიკაციასაც ახდენდა. გრინგონერმა, მეფე რომ ესიამოვნებინა, ბანქოს 4 მეფე დახატა და გამოაცხადა, რომ თითოეულ მათგანს, თავისი პროტოტიპი ჰყავდა: მეფე აგურის — კარლოს დიდი; ყვავის — მეფე დავითი; გულის — იულიუს კეისარი; ჯვრის — ალექსანდრე მაკედონელი. ხოლო, საკუთარი თავი მასხარამ ჯოკერად გამოაცხადა. ეს ბანქოს საკმაოდ საინტერესო პერსონაჟია — სულელის მაგვარი, მაგრამ რეალურად, დასტაში ყველაზე ძლიერი ფიგურაა. რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ასე იყო? მხოლოდ მასხარას შეეძლო, ნიღბის ქვშ, მეფისთვის სიმართლის თქმა. რაც შეეხება ბანქოს სხვა პერსონაჟებს, ვალეტებს და დამებსაც ჰყავდათ თავიაანთი ისტორიული თუ მითიური პროტოტიპები: ვალეტი აგურის — ფრანგი რაინდი ეტენ დე ვილონი, მეტსახელად ლა გირი, ჟანა დ’არკის ერთგული თანამებრძოლი; ყვავის — ფრანგული ეპოსის გმირი ოჟე დე დანიელი; გულის — როლანდი პოემიდან «სიმღერები როლანდზე»;ჯვრის — ლანსელოტი, ლეგენდარული მეფე ართურის მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი რაინდია.
გულის — რახელი, ბიბლიური იაკობის ერთ-ერთი ცოლი; ყვავის — ათენა, საბერძნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება; ჯვრის — თავდაპირველად დედოფალი დიდი იყო, კართაგენის დამაარსებელი და პირველი დედოფალი. ხოლო შემდეგ, მაცდური regina, ანუ «ზეციური დედოფალი» გახდა. სამეფო კარის მხატვრები, რომლებიც მონარქებისთვის სათამაშო კარტს ქმნიდნენ, ჯვრის დამას მეფის ფავორიტის სახეს აძლევდნენ. საინტერესო ის არის, რომ ყოველი ახალი ფავორიტის გაჩენის შემდეგ, კარტის ახალ დასტას ხატავდნენ.
დიდი ფრანგული რევოლუციის წლებში, ბანქო რეპრესირებული იყო, ისე, როგორც ყველა და ყველაფერი, რაც მეფეს უკავშირდებოდა. მოგვიანებით, ბანქოზე მეფეების და დამების ნაცვლას, ცნობილი ოპოზიციონერების და რეჟიმთან მებრძოლების სურათები და რევოლუციური სცენების ჩანახატები გაჩნდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სათამაშო კარტის უკანა მხარე, რენესანსის ეპოქამდე, სრულიად თეთრი იყო. მხოლოდ ამ ეპოქაში გაჩნდა გრაფიკული უზორები მასზე. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით, პირველად ბანქო აღმ. აზიაში გაჩნდა – სავარაუდოდ, ჩინეთში. ჩინეთის და კორეის ისტორიულ ქრონიკებში, ბანქო ჯერ კიდევ XII საუკუნეში არის მოხსენიებული. თუმცა, კონკრეტულად რა სახის თამაშზე არის საუბარი, დაკონკრეტებული არ არის. 449 6-ს მოსწონს
|