x
image
მანჩო 777
ლამაზები და სასიკვდილოდ საშიშები - ამ თხუთმეტ არსებას შეუძლია სამ წუთში მოგკლათ!
ბუნება ლამაზია, მაგრამ ამავე დროს სასტიკი და დაუნდობელი. საშიშია არმარტო სტიქიური უბედურებები, არამედ ცოცხალი არსებებიც. თითქმის ყველა კონტინენტზე და ოკეანეებში ბინადრობენ სასიკვდილოდ საშიში ცხოველები, ქვეწარმავლები და თევზები. ასე განსაჯეთ, საფრთხის შემცველი არიან არამარტო გველები, ნიანგები და მორიელები, არამედ ერთი შეხედვით უწყინარი ბაყაყი ან ლამაზი ჩიტუნა შეიძლება ადამიანისათვის საბედისწერო აღმოჩნდეს.

რა თქმა უნდა, დღეს მედიცინა უკვე ისეთ დონეზეა, რომ ნებისმიერი შხამის საწინააღმდეგო შრატი არსებობს, მაგრამ ექიმამდე მისასვლელად დროა საჭირო, ამ არსებების შხამები წუთებში, ზოგიერთისა კი სულაც წამებში კლავს ადამიანს.


image


მაშ ასე თქვენს წინაშეა 15 არსება, რომლის შხამიც სამ წუთში კლავს ადამიანს.



1. ხეზე მცოცავი ბაყაყი


image

ხეზე მცოცავ ბაყაყს კარგად ამოიცნობთ სხეულის კაშკაშა შეფერილობით. ერთი შეხედვით საოცრად ლამაზ არსებას აქვს შხამი, რომელსაც კაცის მოკვლა შეუძლია. შხამიანი ბაყაყის გავრცელების არეალია სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა, თუმცა ცალკეული ეგზემპლარები ჩრდილოეთ ამერიკაშიც გვხვდება. როცა ბაყაყს საფრთხე ემუქრება, ის სხეულის შეფერილობას იცვლის. ინდიელები მის შხამს შემდეგნაირად იყენებდნენ: მასში ასველებდნენ ისრების წვეროებს. ეს ისარი ვისაც მოხვდებოდა, მყისიერი სიკვდილისათვის იყო განწირული. მედიკოსებმა ბაყაყის შხამის სინთეზურად მიღება შეძლეს და მის საფუძველზე შრატიც დაამზადეს, თუმცა ის ბაყაყის შეხებისთანავე თუ არ გაკეთდა, მოქმედების დაწყებას ვერც კი მოასწრებს.


2. თევზი ფუგუ


image


ეს ბურთისმაგვარი შხამიანი თევზი სასიკვდილოდ საშიშია, თუ მისი მომზადებისას სპეციალურ უსაფრთხოების ტექნიკას არ დაიცავენ ან არასწორად დამზადებულს მიირთმევენ. თევზი საშიშია არამარტო ადამიანისათვის, არამედ ზღვის ნებისმიერი ბინადრისათვის. ფუგუს შხამს წარმოადგენს ტეტროდოტოქსინი-ნივთიერება, რომელიც 1200-ჯერ უფრო შხამიანია, ვიდრე კალიუმის ციანიდი. საფრთხის დროს თევზი ბუშტივით იბერება და იწყებს შხამიანი ეკლების სროლას. ერთი თევზის შხამს შეუძლია 30- ზე მეტი კაცი მოკლას, ამიტომ ჯობია მისგან თავი შორს დაიჭიროთ. უნდა აღინიშნოს, რომ ფუგუ იაპონიაში ერთ-ერთ უძვირფასეს დელიკატესად ითვლება (არ მესმის, რატომ უნდა მიირთვა ასეთი თევზისაგან მომზადებული კერძი).


3. ჩიტი პიტოხუ


image

ეს ლამაზი ფრინველი ახალ გვინეაზე ბინადრობს. ის იკვებება როგორც მცენარეული, ასეცე ცხოველური საკვებით. ფრინველის კანი და ფრთები შხამიანია-ისინი შეიცავს ბატრატოქსინებს და ნეიროტოქსინებს. ეს შხამები იმავე კატეგორიისაა, რომელსაც ეკუთვნის ხის ბაყაყის შხამი. შხამით ფრინველი თავს იცავს მტაცებლებისაგან, მათ შორის ადამიანისაგან. ჩიტის მკვეთრი შეფერილობა თითქოს გაფრთხილებთ, რომ მისი მიკარება სასიკვდილოდ საშიშია. ადგილობრივი მცხოვრებლები ამ ფრინველს პიტოხუს-ნაგავს ეძახიან, რადგან ის არ იჭმება.


4.კობრა


image

კობრას შესახებ ალბათ თითოეულ თქვენგანს სმენია, ყველამ იცით, როგორ შლის ის თავის კაპიუშონს და თან სისინებს ამ დროს, რომ მტერი შეაშინოს. არის გველების სულ რამოდენიმე სახეობა, რომლებთანაც შემლოცველებს შეუძლიათ მუშაობა, მათგან კობრა ყველაზე რთული მოსათვინიერებელია. ყველაზე ხშირად კობრები სამხრეთ აფრიკასა და აზიაში გვხვდება. ამ ლამაზად მოხატული გველების შხამი სასიკვდილოდ საშიშია ადამიანისათვის. მისი შხამი ნეიროტოქსინებს შეიცავს და სამ წუთში კლავს ადამიანს, თუ მას სასწრაფოდ არ აღმოუჩენენ დახმარებას.


5. ტაიპანის გველი


image

ტაიპანის გველები ავსტრალიაში ბინადრობენ. ქვეწარმავალი საკმაოდ დიდ ზომისაა, მაგრამ საოცრად სწრაფი გადაადგილების უნარი აქვს. ავსტრალიის ტრავმატოლოგიური მოწამვლის 90% სწორედ ამ გველზე მოდის. ტაიპანის გველები წვრილი ცხოველებით, მაგალითად, თაგვებით იკვებებიან. მათი შხამი ძალიან ძლიერ ნეიროტოქსინს წარმოადგენს, რომელიც ახდენს გულის და სასუნთქი სისტემის პარალიზებას.

მიუხედავად დიდი ზომისა, ტაიპანის გველს შეუძლია წამის მეასედში მოასწროს სასიკვდილო შხამის შეშვება მსხვერპლის სხეულში. გველის ფერი სეზონის შესაბამისად იცვლება ყვითლიდან ღია ყავისფერმადე.



6.ინდური წითელი მორიელი


image


პირველი მორიელი დედამიწაზე ჯერ კიდევ დინოზავრების დროს გაჩნდა. ისინი ზოგადად შხამიანები არიან, განსაკუთრებით წითელი ინდური მორიელი. National Geografic-ის მონაცემების მიხედვით, ის ყველაზე შხამიანი ცხოველია დედამიწაზე. ეს ინდოეთის მკვიდრი სიგრძით საჩვენებელ თითზე მეტი არაა, მას ორი მახვილი და რვა ფეხი აქვს. ეს აგრესიული არსება ხშირად ბინადრობს ადამიანების სახლებთან ახლოს და ეზოში მოთამაშე ბავშვებსაც კი ესხმის თავს.


7. ტუნისური მსხვილფეხა მორიელი


image

ძალიან შხამიანია ტუნისური მსხვილფეხა მორიელიც. ის ატარებს ნეიროტოქსინს, რომელიც ყოველწლიურად ასობით ადამიანს კლავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მორიელი ძალზე საშიშია, ზოგიერთ ადამიანს ის სახლში ჰყავს, როგორც შინაური ცხოველი.


8. თევზი-ქვა


image

ინდოეთის ოკეანეში სიკვდილიანობის ყველაზე მეტი შემთხვევა თევზი-ქვის შხამით მოწამვლაზე მოდის. ეს პატარა არსება დაფარულია შხამიანი ეკლების 13 რიგით. წყნარ და ინდოეთის ოკეანეში მისი 5 სახეობა გვხვდება. ყველა მათგანი ძალიან შხამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზოგადად ზანტები არიან, თავდასხმას სულ წამის მეასედს ანდომებენ. თევზი-ქვა ფლობს მიმიკრიის შესანიშნავ უნარს და ძალიან საშიშია მობანავეებისათვის. მისი შეხებიდან სიკვდილი 15 წამში მოდის.


9. ჩხრიალა გველი


image

ჩხრიალა გველის შესახებ ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია. ის ბინადრობს ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე და ნადირობს პატარა ძუძუმწოვრებსა და ფრინველებზე. მას შეუძლია უმიზეზოდ დაესხას თავს თავის მსხვერპლს, მათ შორის ადამიანსაც. სამ თვეში ერთხელ გველი იცვლის კბილებს, რომელშიც ძლიერი ჰემოტოქსინია. ეს შხამი წამების განმავლობაში იწვევს სისხლის შედედებას და შესაბამისად, ადამიანის სიკვდილს.


10. ვეფხვისებრი გველი


image

ეს უზარმაზარი, ყავისფერ-ყვითელი გველი გვხვდება სამხრეთ ავსტრალიასა და მის მიმდებარე კუნძულებზე, მაგალითად, ტასმანიაში. მისი სიგრძე ხანდახან სამ მეტრსაც კი აჭარბებს. როცა გველი თავდასხმისათვის ემზადება, მისი ტანი ბრტყელი ხდება. გველი ძალიან შხამიანია. მისი შხამი შეიცავს ნეიროტოქსინებს, კოაგულანტებს, მიოტოქსინებს და ჰემოლიზინს ერთად. გველის კბენის შემდეგ იწყება ტკივილი ფეხებსა და კისერში, ძნელდება სუნთქვა, დაზარალებულს ეწყება ოფლიანობა...მსხვერპლის ნახევარზე მეტი მანამ კვდება, სანამ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.


11. შავი ობობა


image

შავი ობობა ცხოვრობს ავსტრალიაში და ის ყველაზე საშიშია ობობებს შორის. მხოლოდ რამოდენიმე წელია, რაც მედიცინამ აღმოაჩინა შრატი, რომლითაც შესაძლებელია ამ ობობას ნაკბენის გაუვნებელყოფა. გასული საუკუნის 1990-იან წლებამდე ის არ არსებობდა, ამიტომ ყველა ადამიანი, ვისაც კი შავი ობობა უკბენდა, განწირული იყო სასიკვდილოდ. ობობას შხამი რამოდენიმე წამში ანადგურებს გულს და სუნთქვით სისტემას.


12. ბრაზილიური მოხეტიალე ობობა


image

მას მეორენაირად ბანანის ობობასაც უწოდებენ. მისი შხამი ძალიან სახიფათოა. ეს ერთი შეხედვით საყვარელი, მაგრამ სინამდვილეში სასიკვდილოდ საშიში არსება სამხრეთ ამერიკის ტყეებში ბინადრობს.


13. ლურჯკოპლებიანი რვაფეხა


image

რვაფეხებიდან ყველაზე შხამიანი ბინადრობს წყნარი და ინდოეთის ოკეანის აკვატორიებში. მისი ნაკბენი წუთზე ნაკლები ხნის განმავლობაში კლავს ადამიანს ისე, რომ მობანავე ვერც კი ასწრებს მიხვედრას, თუ რამ უკბინა მას.


14. კუბისმაგვარი მედუზები


image

წყნარი ოკეანე ბევრ საშიშ და იდუმალ არსებას ინახავს. ავსტრალიური კუბისმაგვარი მედუზა სამი სახის შხამს ატარებს, რომელსაც სიამოვნებით "უწილადებს'' მის მსხვერპლს. მოწამლულ ადამიანს ეწყება ძლიერი ტკივილი, შემდეგ უვითარდება დამბლა და გულის გაჩერება. თუ ხელთ არ გაქვთ შრატი, თქვენ განწირული ხართ.


15. ეფა


image

ეფას გავრცელების არეალი ფართოა-ის შეიძლება იპოვოთ როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე აფრიკასა და ინდოეთში. როგორც წესი, ის მსხვერპლს აფრთხილებს თავდასხმის შესახებ. თუ დაინახავთ გველს, რომელიც თავდასხმისათვის ემზადება, უკანმოუხედავად გაიქეცით მთელი ძალით. თუ ამ გველმა გიკბინათ, შეიძლება ისე მოკვდეთ, რომ თქვენთვის დახმარების გაწევა ვერც კი მოასწრონ.



p.s. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, თუ ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობას აპირებთ, ფრთხილად იყავით. თავი შორს დაიჭირეთ ამ არსებებისაგან, რომელთა გარეგნულ სილამაზეში სასიკვდილო საფრთხე იმალება!

6
1260
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1260
  
2016, 2 სექტემბერი, 8:33
ხო, სულ მოფერება მოგინდება :დ
2016, 2 სექტემბერი, 8:10
არადა ძალიან ლამაზები არიან
2016, 2 სექტემბერი, 8:09
უფფფ, გადააშენე აქედან..თვალდახუჭულმა დავდე მაგათი ფოტოები :D
2016, 2 სექტემბერი, 8:07
გველები ყველა
2016, 2 სექტემბერი, 8:03
შენ რომელი მოგეწონა, გაჩუქეეეებ :)
2016, 2 სექტემბერი, 8:02
მაგარიაა
0 1 6