ვის არ უყვარს ფეხიფეხზე გადადება და დასვენება. გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა მართლაც ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული ჯდომის მანერაა. იცოდით, რომ რამდენიმე წამით ამგვარ მდგომარეობაში ჯდომა ნამდვილად არაფერს გავნებთ, მაგრამ თუკი თქვენ ძალიან გიყვართ ასე მოსვენება, ეს შესაძლოა საშიში იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება თქვენ სერიოზულადაც არ აღიქვამთ იმ პოზას, რომელშიც ხშირად სხედხართ, მაგრამ შესაძლოა ამან მომავალში ზიანი მოგაყენოთ. რატომ? პასუხს ახლავე მიიღებთ!
ამგვარმა ჯდომამ შესაძლოა გამოიწვიოს ხერხემლის და კისრის ტკივილი
თუ გსურთ, რომ თავიდან აიცილოთ ხერხემლის და ზურგის ტკივილი, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარი ჯდომის მანერას. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის იჯდეთ 120 გრადუსიანი კუთხით, ანუ ორივე ფეხი მყარად უნდა გედოთ იატაკზე. ყოველთვის, როცა ვსხედვართ, ჩვენ ვცდილობთ ტანის სიმძიმე რომელიმე ერთ მხარეს გადავიტანოთ, ან ფეხები გადავაჯვარედინოთ, სწორედ ეს ხდება მომავალში ხერხემლის პრობლემების მიზეზი და ესვე უდევს საფუძვლად დისკის ამოვარდნას. ასე ჯდომა გამოიწვევს არტერიული წნევის გაზრდას
საოცარია, მაგრამ ასეა. საქმე იმაშია, რომ სისხლი თქვენი ფეხებიდან აისროლება გულის მიმართულებით, სიმძიმის ძალის საწინააღმდეგოდ, განმარტავს დოქტორი მედიუნი. თქვენი სხეულისთვის ეს ისედაც რთული დავალებაა, საკმარისია თქვენ ფეხები გადააჯვარედინოთ, რომ სისხლის ნაკადისთვის წინააღმდეგობა იზრდება. შედეგად, არტერიული წნევა იმატებს, რათა ორგანიზმმა მოახდინოს სისხლის უკან, გულში დაბრუნება.შესაძლოა დაგიზიანდეთ ნერვი და გაგიჩნდეთ ე.გ კაპილარები
თქვენი ფეხების გადაკვეთამ მუხლთან, შესაძლოა გამოიწვიოს ზეწოლა ნერვზე, რომელიც მუხლის უკან გადის. ამ შემთხვევაში კი ნერვის დაზიანება გამოიწვევს ფეხების გრძელვადიან დაბუჟებას. გარდა ამისა, დაზიანებულ ნერვში შესაძლოა დაგროვდეს სისხლი და გაჩნდეს ე.გ კაპილარები.