ქალი და მამაკაცი როგორ გამოსდით ქალებს ამის გაკეთება? 2016, 27 აგვისტო, 1:15 ვემზადები სამსახურში წასასვლელად, ვეკითხები ცოლს: - სად არის ჩემი ახალი ცისფერი პერანგი? – იქ. –იქ - სად იქ? –ოთახში. – საძინებელ ოთახში თუ მისაღებში? – საძინებელ ოთახში. მივდივარ საძინებელ ოთახში, ვაღებ კარადას. პერანგი იქ არ არის. –ის აქ არ არის. – არის. – არ არის. –შეიხედე კარადაში. – კარადაში ვიყურები. არ არის. – გახელილი თვალებით შეიხედე! – არ არის, გეუბნები აქ არ არის! ისმის მეუღლის ნაბიჯების ხმა- ეს ხმა გარდაუვალია. შედის საძინებელში, მიდის კარადასთან, არც იხედება შიგნით ისე ყოფს ხელს და გამოაქვს ჩემი პერანგი. მდუმარე გამოხედვა, რომელიც მრავლისმეტყველია. გადის. ვრჩები კარადასთან მარტო. კარადავ – როგორ მძულხარ... და მაცივარო, შენც! 401 10-ს მოსწონს 1-ს არა
|