სიახლეები შეიძლება თუ არა, საყოველთაო ვაქცინაციით კორონავირუსის დამარცხება? – პასუხობს სინგაპური 2021, 13 ოქტომბერი, 9:02 როდესაც მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო, არგუმენტაციის ერთ–ერთი მთავარი პუნქტი, შეზღუდვების მოხსნა და ცხოვრების ჩვეულ პირობებთან დაბრუნება იყო. მაგრამ, რამდენად საფუძვლიანია ეს არგუმენტი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, სინგაპურის ეპიდემიის საწინააღმდეგო კამპანიის გაცნობით შეიძლება, რომელშიოც მოსახლეობის, თითქმის, 100% აცრილია. ხოლო, ხელისუფლებამ, დაპირება შეასრულა და აგვისტოს დასაწყისში, მოსახლეობის 60%-მდე ვაქცინირების შემდეგ, ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა... ხოლო, სექტემბრის დასაწყისიდან, სინგაპურში დაავადების შემთხვევების სწრაფი ზრდა დაფიქსირდა — ყოველ 10 დღეში, ახალი შემთხვევების რაოდენობა, წინა პერიოდთან შედარებით, ორმაგდება. მაგ., თუ 27 სექტემბერს, 10 დღის მონაცემით, — 1, 6 ათასი ახალი შემთხვევა იყო, 6 ოქტომბრის მონაცემებით, 10 დღეში — დაავადების 3, 5 ათასი შემთხვევ დაფიქცირდა... და ეს იმ ფონზე, რომ ოქტომბრის დასაწყისისთვის, მოსახლეობის 83%, Pfizer–ის და Moderna–ას ვაქცინის 2 დოზით უკვე აცრილი იყო. 2021 წლის ზაფხულამდე, სინგაპურში COVID-19 მხოლოდ ერთი აფეთქება მოხდა, რომელიც დაახლოებით, 2020 წლის 20 მარტიდან დაიწყო და მისი ლოკალიზება, იმავე წლის 1 სექტემბრისთვის მოხერხდა. ამის შემდეგ, ქვეყანაში დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა, 2021 წლის სექტემბრამდე, მინიმალურ დონეზე იყო. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, თუ აგვისტოს თვეს არ ჩავთვლით, სინგაპურის ტერიტორიაზე, მსოფლიოში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა: ხდებოდა თითოეული დაავადების კონტაქტის გამოკვლევა და კლასტერების აღრიცხვა. ხოლო, თუ საცხოვრებელ კორპუსში ვინმეს კოვიდი დაუდასტურდებოდა, მთელი კორპუსი კარანტინში ექცეოდა. ინფიცირებულთა (ზედა გრაფიკი) და გარდაცვლილთა (ქვედა გრაფიკი) რაოდენობა, 3 თვის მანძილზე გაამართლა, თუ არა ვაქცინაციამ? თავად განსაჯეთ — 7 ოქტომბრამდე, 28 დღიან პერიოდში, კოვიდვირუსის 46 637 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 98, 4% მსუბუქი ან უსიმპტომო იყო. თუმცა, დაავადებულების 7% საავადმყოფოში გადაყვანა მაინც დასჭირდა. შედარებისთვის, იმასაც აღვნიშნავთ, რომ 2020 წლის 20 მარტიდან – 1 სექტემბრამდე პერიოდში, ანუ იმ 5 თვის მანძილზე, როდესაც ქვეყანაში ვირუსის აფეთქება მოხდა, დაავადების 56 467 შემთხვევა იყო აღრიცხული. ხოლო, 27 ადამიანი გარდაიცვალა. რაც იმას ნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში, 1 თვეში, თითქმის იგივე რაოდენობის ადამიანი დაინფიცირდა, რაც 5 თვეში, ვირუსის წინა აფეთქების დროს. ამ სიტუაციაში, ხელისუფლებამ კოვიდრეგულაციები ისევ გაამკაცრა და ქვეყნა 2020 პოზიციაზე დაბრუნდა. სინგაპურის მაგალითი საკმაოდ უნიკალურია — ეს ერთ–ერთი ქვეყანა იყო, იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც ვირუსის გავრცელების შეჩერება, მკაცრი შეზღუდვების წყალობით, რეალუროდ მოხდა. შესაბამისად, ამ ქვეყანაში არ მოხდარა იმუნიტეტის ბუნებრივი გზით გამომუშავება, როგორც ეს ეპიდემიურად ნაკლებად წარმატებულ ქვეყნებში მოხდა. ამის ნაცვლად, სინგაპურმა მასობრივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, ფსონი მთლიანად საყოველთაო ვაქცინაციაზე დადო და როგორც ჩანს, ამან არ გაამართლა — ვაქცინის ეფექტურობა საკმარისი არ აღმოჩნდა, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვის შესამსუბუქებლად. უკვე არსებული ინფორმაციით და კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მეორე დოზით აცრის შემდეგ, ვაქცინის ეფექტურობა 5–6 თვეში იკარგება და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სინგაპურის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, II დოზით ივლისის ბოლოსთვის იყო აცრილი, ქვეყანაში ვირუსის ახალი აფეთქების ტალღას, ახლა უკვე, ახალი წლისთვის ელიან. იგივე სიტუაციაა ისრაელშიც, სადაც მოსახლეობის 80%–ზე მეტი უკვე აცრილია და ქვეყანა, ბუსტერ დოზებზე გადავიდა, ანუ ვაქცინაციის მესამე წრეზე წავიდა. დასკვნა კი ასეთია: თუ ვაქცინის მეორე დოზა 5–6 თვის წინ გაიკეთეთ, თქვენი კოვიდისაგან დაცვის ხარისხი ისეთივეა, როგორიც ადამიანის, რომელსაც ვაქცინა საერთოდ არ გაუკეთებია. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინა ვირუსისგან კი არა, მისი გართულებისგან იცავს. ამიტომ, ვირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებად, ისევ პირბადის ტარება და დისტანციის და ჰიგიენური წესების დაცვა რჩება! არხის სხვა სიახლეები:
ტესტები: «აირჩიე და მეტი გაიგე...» მეორადებში და ბაზრობებზე აღმოჩენილი 15 უცნაური ნივთი იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია გრაფი კალიოსტროს ახალგაზრდობის ელექსირი და დღეგრძელობის 10 წესი რა არის უაზრობა და ოპტიმიზმი ორშაბათისთვის – პოზიტიური აზროვნების «გაკვეთილი» იუმორით როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს და რა ხდება კადრს მიღმა (25 ფოტო) 262 6-ს მოსწონს
|