სხვა 9 ქალაქი,რომელიც აპირებს აკრძალოს ავტომობილების მოძრაობა 2016, 26 აგვისტო, 11:03 1) ოსლო, ნორვეგია-2019 წლისთვის ოსლო აპირებს მთლიანად აკრძალოს მოძრაობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ხოლო 6 წლის შემდეგ აკრძალვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებზეც გავრცელდება.ქვეყანა მსხვილ ინვესტიციას განახორციელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის, ამასთანავე საავტომობილო გზის 56 კილომეტრიან მონაკვეთს, ველობილიკებით შეცვლის.
2)მადრიდი, ესპანეთი-2020 წლისთვის აიკრძალება მადრიდის ცენტრალურ ნაწილში ავტომობილით შესვლა 500 აკრის მანძილზე.24 ქუჩა საფეხმავლო მოძრაობისთვის გადაკეთდება.მძღოლი, რომელიც დაარღვევს მოთხოვნას 100$-ით დაჯარიმდება, ხოლო ჰაერის დაბინძურებისთვის ჯარიმა კიდევ უფრო დიდი თანხით განისაზღვრება. 3)ჩენდუ, ჩინეთი-ჩიკაგოელმა არქიტექტორებმა ენდრიან სმიტმა და გორგონ ჯილმა შეიმუშავეს პროექტი ჩენდუს ახალი საცხოვრებელი რაიონისთვის, სადაც მხოლოდ ფეხით გადაადგილება იქნება შესაძლებელი.ქუჩები ისეა დაპროქტებული, რომ პუნქტი ა-დან პუნქტ-ბ-მდე ფეხით გავლას მაქსიმუმ 15 წუთი დასჭირდება. 4)ჰამბურგი, გერმანია-ქალაქი ნელნელა უპირატესობას ანიჭებს საფეხმავლო და ველობილიკებს.2035 წლისთვის ქალაქის 40% ზემოთ აღნიშნული ქსელით დაიფარება, ამასთანავე ქალაქის ხელმძღვანელობა აპირებს მწვანე საფარების გაკეთებას, სადაც მხოლოთ ფეხით მოძრაობა იქნება შესაძლებელი, სადაც განთავსება პარკები და ბავშვთა მოედნები. 5)დანია, კოპენჰაგენი-დღეისთვის ქავეყნის ნახევარი მოსახლეობა ველოსიპედებით დადის სამსახურში, მთლიანად ქალაქი დაფარული 320 კილომეტრი ველობილიკით.დანია კერძო ავტომობილების მფლობელთა რაოდენობით ევროპაში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე დგას . კოპენჰაგენი აპირებს ააშენოს ახალი ველობილიკები, რომელიც ქალაქის გარეუბნებს დააკავშირებს ცენტრს. 2014 წლისთვის აიგო 28 ახალი ველომაგისტრალი, 2018 წლისთვის კიდევ 11 მაგისტრალის დამატებას აპირებენ. 6)პარიზი, საფრანგეთი-აქ უკევ რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ, მაგალითად რამდენჯემე იყო აქცია, სადაც ავტომობილებს ლუწი(ან კენტი) ნომრით ეკრძალებოდა ქალაქში მოძრაობა, ამასთანავე 1997 წლამდე ავტომობილებს ეკრძალებათ სამუშაო დღეებში პარიზის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება. 2020 წლისთვის ქალაქის ხელმძღვანელობა აპირებს გააორმაგოს ველომაგისტრალების მშენებელობა და გამოყოს ცალკეული ქუჩები მხოლოდ ელექტრომობილების გადასაადგილებლად. 7)ლონდონი, დიდი ბრიტანეთი-2020 წლისთვის ლონდონში მთლიანად აიკრძალება იმ ავტომობილების მოძრაობა, რომელიც დიზელის საწვავს მოიხმარენ. ამჟამად ქალაქის ზოგიერთ უბანში დროის გარკვეულ მონაკვეთში აკრძალულია დიზელის ძრავიანი ავტომობილით გადაადგილება, ჯარიმა 12, 5 $-ია. 8)ბრიუსელი, ბელგია-ამ ქალაქის ცნტრალურ ნაწილში უკვე რამდენიმე წელია ისედაც აკრძალულია ავტომობილების მოძრაობა(ცენტრალურ მოედანზე და რიუ ნევიზე).ეს გახლავთ ყველაზე დიდი ტერიტორია ავტომობილების გარეშე კოპენჰაგენის შემდეგ. 2002 წლიდან ბრიუსელში მუდმივად იმართება აქცია, -"მობილურობის კვირა", სადაც უპირატესობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ენიჭება. 2018 წლიდან ბელგიაში აიკრძალება 1998 წლამდე გამოშვებული დიზელზე მომუშავე ავტომობილების გადაადგილება. 9) მეხიკო, მექსიკა-ამა წლის აპრილიდან ქალაქის ხელისუფლებამ შემოიღო ახალი კანონი, კვირაში ორი სამუშაო დღე ეკრძალებათ გარკვეულ ავტომობილებს მოძრაობა(შერჩევა ხდება ნომრების მიხედვით) და ამასთანვე თვეში ერთხელ შაბათ დღეს.ეფექტი არნახულია. შეზღუდვა შეეხო თითქმის 2 მილიონ ავტომობილს!!! 2864 7-ს მოსწონს 1-ს არა
|