მოვლენები თორმეტი უცნაური ფეხსაცმელი თორმეტი საყვარლისათვის 2016, 24 აგვისტო, 9:38 რა შეიძლება კაცმა გააკეთოს სიყვარულის გამო? ალბათ ყველაფერი, მაგრამ ყოფილი სიყვარულის გამო რისი გაკეთებაა შესაძლებელი? აი, მისაბაძი მაგალითი დიზაინერ სებასტიან ერაზურიზისაგან: მან შექმნა ქალის ფეხსაცმელების უცნაური კოლექცია. ეს კოლექცია დიზაინერმა ყოფილ საყვარლებს მიუძღვნა. მისი თორმეტი ყოფილი საყვარლიდან თითოეულმა მიიღო ორიგინალური საჩუქარი: ლამაზი ფეხსაცმელი, რომელიც მისი მომავალი მფლობელის ხასიათს გამოხატავს. ეს დიზაინერის მიერ შექმნილი ერთადერთი უცნაური კოლექცია როდია, მისმა ფანტაზიამ შექმნა აგრეთვე კაბები ელვა-შესაკრავებისაგან, მაისურები "ნიუ-იორკი ურაგანის შემდეგ" და კიდევ ბევრი სხვა უცნაური ტანსაცმელი. ფეხსაცმელების კოლექციის უცნაურობა, როგორც ავღნიშნეთ, გამოიხატება ქალების ხასიათის თავისებურებებში. სებასტიანმა ფეხსაცმელებში გადაიტანა თითოეულ გოგონასთან ურთიერთობის განსაკუთრებულობა. ზოგ ქალთან თაფლივით ტკბილი ურთიერთობა იყო, სხვა მკაცრი და ძლიერი ხასიათით გამოირჩეოდა, მესამე ტიპის ქალებთან ურთიერთობა კი საერთოდ, ბრძოლის ველს ჰგავდა. აი, სებასტიანის კოლექციის თორმეტი ფეხსაცმელი თორმეტი ქალბატონისათვის: პირველი ფეხსაცმელი: "თაფლივით ტკბილი ნატაშა" მეორე ფეხსაცმელი: "მტირალა გოგონა ვალენტინა" მესამე ფეხსაცმელი: "ოქროს გოგონა ელისონი" მეოთხე ფეხსაცმელი: "ყინულის დედოფალი სოფია" მეხუთე ფეხსამელი: "მებრძოლი გოგონა ბარბარა" მეექვსე ფეხსაცმელი: "გულთამპყობელი ლაურა" მეშვიდე ფეხსაცმელი: "საბედისწერო ქალი ალისა" მერვე ფეხსაცმელი: "ბოსი რეიჩელი" მეცხრე ფეხსაცმელი: "მოჩვენება ვალენტინა" მეათე ფეხსაცმელი: "ქალწული ანა" მეთერთმეტე ფეხსაცმელი: "მოგზაური ჯესიკა" მეთორმეტე ფეხსაცმელი: "ცხელი გოგონა კაროლინა" იმისათვის, რომ ასეთი კოლექცია შექმნა, ძალიან კარგად უნდა ერკვეოდე ქალების ხასიათში. აღსანიშნავია, რომ კოლექცია ჩასაცმელად არაა განკუთვნილი, ის უფრო სახასიათოდ და საგამოფენოდაა შექმნილი. ვიმედოვნებთ, რომ ეს არაა ამ დიზაინერის უკანასკნელი უჩვეულო კოლექცია, მის თავში ალბათ კიდევ უამრავი მხიარული და მახვილგონივრული იდეაა. საინტერესოა, ვის მიუძღვნის სებასტიანი თავის მორიგ შედევრებს. 436 9-ს მოსწონს 1-ს არა
|