მოვლენები შეგვიბრალე, მოდავ! 2018 წლის ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური მოდური ტრენდები 2018, 12 თებერვალი, 9:33 მოგეხსენებათ, მოდა მეტად ჭირვეული და კაპრიზებიანი ქალბატონია, მოდელიერებსა და სტილისტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ეს ადამიანები გამუდმებით იგონებენ ახალ-ახალ სტილს, რადგან ძველით უკვე ვეღარავის გააკვირვებ. თუმცა დროდადრო მათი ფანტაზიები ყოველგვარ საზღვარს სცდება. თუ ქვემოთ წარმოდგენილ მოდის სიახლეებს გადავხედავთ, სინანულით ვიტყვით, რომ ამ წელსაც ვერ ვიქნებით მოდური, რადგან ასეთი ტანაცმლს ჩაცმას ალბათ ვერასოდეს ვერ გავბედავთ. სხვა რა გზაა, ისევ მოდას ჩამორჩენილებმა უნდა ვიაროთ!
მაშ ასე“ თქვენს წინაშეა 2018 წლის ყველაზე უცნაური, ყველაზე არაორდინალური ტრენდები. უგები სულაც არ გიყვართ? - გითანაგრძნობთ...წელს ეს ფეხსაცმელი ისევ მოდაშია, თან სამმაგი დოზით როგორია, როცა მაისური თვალებს გიპაჭუნებს? ვერ გადაგიწყვეტიათ, შარვალი ჩაიცვათ თუ კაბა? თქვენც ადექით და ორივე ერთად ჩაიცვით დიზაინერული ფეხსაცმელი ხანდახან მეტად უცნაურად გამოიყურება. აი, თუნდაც ეს მოდელი... თუმცა სპორტსმენებსაც ხომ სურთ მოდურად ჩაცმა? სიცივე არ გიყვართ?-ასეთ ბოტფორდებში ნამდვილად არ გაიყინებით მამაკაცების მოდა ამ სეზონში ქალურობისკენ იხრება. აი, ამის ნათელი მაგალითი ძაღლი თუ გამოგეკიდათ ქუჩაში და კოლგოტი შემოგახიათ, არა უშავს. სამაგიეროდ, მოდურად ჩაცმული იქნებით ოფისში რომ ასე ჩაცმული მიხვალ... ან თუნდაც ასე ჯინსები ყოველთვის მოდაშია ამ ჯინსებს ტოტების გადაკეცვა სულაც არ ჭირდება განიავების შესანიშნავი სისტემა ხელის მსუბუქი მოძრაობით შარვალი გადაიქცევა.... თუ გოთურ სტილს მისდევთ, ეს ფეხსაცმელები თქვენთვისაა ზედგამოჭრილი ეს კი ყველაზე გაბედულებისთვის. თუ მათი შესახედაობით ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, ამ შარვლისგან შორტები გამოჭრეს და სხვა კლიენტს მიჰყიდეს და მაინც, კარგად თუ დააკვირდებით, ამ მოდელს გარკვეული პლიუსი მაინც აქვს. ალბათ მამაკაცები უკეთ მიხვდებიან, რაზეა საუბარი ეეეჰ, უკვე რამდენი წელია ვცდილობ მოდას მივდიო, მაგრამ ვერა და ვერ ვეწევი.. 719 18-ს მოსწონს
|