სხვა ჩინეთში ყველაზე გრძელი და მაღალი შუშის ხიდი გაიხსნა(ვიდეო) 2016, 21 აგვისტო, 11:48 ჩინეთის პროვინცია ხუნანში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი და მაღალი შუშის ხიდი.
საფეხმავლო ხიდის სიგრძე 430 მეტრია, ხოლო სიმაღლე 300 მეტრი.ხიდი აერთებს ორ მთის მწვერვალს ჩანცზიანის ნაციონალურ პარკში, სადაც მიმდინარეობდა ცნობილი ფილმის "ავატარის" გადაღება. ხიდის სიგანე 6 მეტრია. მშენებლობაზე დაიხარჯა 3, 4 მილიარდი დოლარი, ხიდის იატაკი 99 გამჭვირვალე შუშის ფილისგან შედგება, რომელიც სამმაგი მინის ფენისგან არის დამზადებული. ხიდი დააპროექტა არქიტექტორმა ისრაელიდან ჰაიმ დოტანმა. შუშის ხიდები ძალიან პოპულარულია ჩინეთში, პირველ რიგში იმის გამო, რომ შესაძლებელი პანორამული ფოტების გადაღება შეფერხების გარეშე. ჩანცზიანის პარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხიდი დღეში 8 000 ადამიანს მოემსახურება. 236 6-ს მოსწონს 1-ს არა
|