სისხლის სამართალი ამერიკაში მოზარდმა სრულიად უმიზეზოდ მოკლა ცოლ-ქმარი და შემდეგ მსხვერპლს სახე მოაჭამა 2016, 20 აგვისტო, 8:19
ამასთან ერთად მოზარდის დედამ განაცხადა, რომ მხეცური მკვლელობა მისი წაქეზებით მოხდა.
საღამოს 15 აგვისტოს 19 წლის სტუდენტი ფლორიდის უნივერსიტეტიდან ოსტინ ჰაროუფი(Austin Harrouff) ვახშმობდა ოჯახთან ერთად რესტორანში.მოულოდნელად ახალგაზრდა რაღაცაზე განრისხდა, წამოხტა სუფრიდან, გავარდა გარეთ, მოკლა ორი ადამიანი და თან ერთ-ერთ მსხვერპლს სახე მოაჭამა, იუწყება MediaLeaks-ი. 911-ზე შეტყობინების შემდეგ ადგილზე მისულ პოლიციას ერთ-ერთ კერძო სახლთან ასეთი სურათი დახვდა:ახალგაზრდა ბიჭი დახრილი იყო მოკლული მამაკაცის გვამთან და მის სახეს ჭამდა, გარაჟში აღმოაჩინეს ქალის გვამი.მძიმედ დაჭრილი იყო მეზობელიც. ჰაროუფი გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში, სადაც ის უგონო მდგომარეობაში წევს.ჩატარადა რამდნიმე ტესტი, მის ორგანიზმში ნარკოტიკები ჯერჯერობით ვერ აღმოჩინეს. ჰაროუფის მსხვერპლი აღმოჩნდა ცოლ-ქმარი, 59 წლის ჯონ ჯოზეფ სტივენსი(John Joseph Stevens) და 53 წლის მიშელ კარენ მიშკონი(Michelle Karen Mishcon). შერიფმა უილიამ სნაიდერმა განაცხადა, რომ ოსტინი არ იცნობდა მსხვერპლს, თავდასხმა სრულიად სპონტანურად მოხდა.მიზეზი მით უფრო გაუგებარი ხდება, როდესაც ჰეროუფის წარსული შეისწავლეს. როგორც გაირკვა, ოსტინ ჰეროუფი სამაგალითო ფრიადოსანი სტუდენტია, სწავლობდა დაჩქარებული პროგრამით ბაკალავრიატში, თამაშობდა ფეხბურთს უნივერიტეტის გუნდში.იგი მეგობრებთან ერთად ტეკვესტში ჩამოვიდა იმის გამო, რომ მშობლები მოენახულებინა.ჰეროუფის მეგობრებმა განაცხადეს, რომ იგი საოცრად წყნარია და მისთვის აგრესიულობა საერთოდ არაა დამახასიათებელი.პირიქით, მწვრთნელი სპეციალურად ცდილობდა ოსტინი გაებრაზებინა, რომ თამაში უფრო კარგი გამოსვლოდა, თუმცა მას ეს არ გამოსდიოდა. ბიჭის დედამ, მინა ჰეროუფმა ადგილობრივ პოლიციას მოთხრო, რომ სუფრაზე ჯდომის დროს ოსტინი ყვებოდა თავის სუპერშესაძლებლობეზე, რომ მას შეუძლია "დაიცვას ხალხი"..არ დაუჯერეს.ამის შემდეგ გაცოფებული გარეთ გავარდა.... მინა აგრეთვე აცხადებს, რომ ოსტინი ეს ბოლო ერთი კვირაა უცნაურად იქცეოდა.არა და მისი შვილი ყოველთვის ნორმალური ბიჭი იყო. როგორც ერთ-ერთ მეზობელმა საინფორმაციო საშუალებებს მოთხრო, ჰეროუფი სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საღამოს გარაჟის წინ ჩამომჯდარ ცოლ-ქმარს, ამისთვის გამოიყენა დანა და სხვა ბლაგვი საგნები, ერთ-ერთ მეზობელს მისი შეჩერება სურდა, მაგრამ ოსტინმა მასაც შეუტია და თან დაუყვირა უცნაური ფრაზა:"შენ არაფერი გჭირდება"..თან ცხოველივით ღმუოდა..ადგილზე მისული პოლიცია ელექტროშოკერით შეეცადა ბიჭის დაშოშმინებას, შემდეგ სამმა კაცმა როგორც იქნა მკვლელი გააკავა. საიტ BuzzFeed-ის მომხმარებლები კომენტარებში აკრიტიკებენ პოლიციას და აღნიშნავენ: დამნაშავე ფერადკანიანი რომ ყოფილიყო, აუცილებლად ცეცხლსასროლ იარაღს გამოიყენებდა. შერიფი უილიამ სნაიდერი დარწმუნებულია, შემდგომი ტესტები გამოავლენს, რომ ახალგაზრდას ძლიერი მოსაწევის ნარევი ჰქონდა მიღებული.ოსტინი ბოდიბილდინგით იყო გატაცებული და მათთვის ტრადიციულია სტეროდიების და ნარკოტიკების მიღება. 673 5-ს მოსწონს 1-ს არა
|