x
image
Lerato
20 ადგილი დედამიწაზე, სადაც უფრო მეტი ცხოველია ვიდრე ადამიანი

საკვირველია, მადრამ ფაქტია, რომ მსოფლიოში არსებობს ისეთი ადგილები სადაც ცხოველები გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი, ვიდრე ადამიანები. ამ სტატიაში ზუსტად ასეთ ადგილებს გაჩვენებთ და მოგიყვებით მათ შესახებ.


1. სეიბლის კუნძული
image

ეს არის პატარა კანადური კუნძული ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ახალი შოტლანდიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 180 კილომეტრში მდებარეობს. კუნძულზე მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა შეადგენს 5 ადამიანს – მეტეოროლოგიური სადგურის პერსონალი. სამაგიეროდ, აქ ბინადრობს 400-ზე მეტი გარეული ცხენი. დიდი ხნის წინ ეს ცხოველები იმ მეზღვაურებმა დატოვეს, რომელთა გემებიც ზღვაში ჩაიძირა. ცხენები არა თუ გადარჩნენ, ძალიან დიდი წარმატებით გამრავლება დაიწყეს. კვებას რაც შეეხება, კუნძულზე ეს პრობლემას არ წარმოადგენს მათთვის.

2. ტაშიროჰიმა და აოშიმა – კატების კუნძულები
image

ამ ორ კუნძულზე კატების რაოდენობა თანდათან მატულობს, მაშინ როდესაც იქ მცხოვრები ადამიანები ბერდებიან და კვდებიან. ვეტერინარები პერიოდულად ჩადიან, რათა დარწმუნდნენ იმაში რომ ყველა კატა ჯანმრთელია; თუმცა შეუძლებელია ყველას სათანადო ყურადღება დაუთმო – ისინი ხომ მთელს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან.

3. ლამბეის კუნძული (ირლანდია)

image
ლამბეი პატარა კუნძულია სანაპიროსთან ახლოს ირლანდიის ზღვაში. ზუსტად აქ ბინადრობს უამრავი ვალაბი – ჩანთოსან ძუძუმწოვართა სახეობა კენგურუთა ოჯახიდან, თუმცა ისინი გაცილებით პატარები არიან ზომაში, ვიდრე მათი ჩანთოსანი ნათესავები.

4. კეიმადა-გრანდი – გველების კუნძული (ბრაზილია)

image
კუნძულის ფართობი მხოლოდ 0.43 კვადრატული კილომეტრია, მაგრამ ცნობილია როგორც ადგილი, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში გველის სახეობა ბინადრობს – Bothrops insularis, რომლის ნაკბენიც სწრაფ ნეკროზს იწვევს. ამ მიზეზით და ასევე იმის გამო, რომ შეინარჩუნონ ფლორა და ფაუნა, ქვეყნის ხელისუფლება კრძალავს კუნძულზე ჩასვლას, რომელიც შედის დედამიწის ყველაზე საშიში ადგილების ჩამონათვალში.

5. კუნძული საუ (ბაჰამები)

image

კუნძულზე სახლობენ გარეული ღორები, რომლებიც სიამოვნებით ნებივრობენ როგორც ოკეანის მარილიან წყალში, ისე კუნძულზე არსებულ უამრავ რეზერვუარში.

6. კუნძული კაუაი (ჰავაი)
image
კაუაი – ყველაზე უძველესია ჰავაის კუნძულებიდან, რომელიც 6 მილიონი წლის წინ გაჩნდა. ქათმები, რომლებიც ამ კუნძულზე სახლობენ და მათი გამრავლების ტემპი, უკვე დიდი ხანია ადამიანის კონტროლს აღარ ექვემდებარება.

7. კუნძული რამრი (ბირმა)

image
ამ კუნძულზე გიგანტური ნიანგები ბინადრობენ, რომელთა სიგრძე 6 მეტრს აღწევს. რამრისთან დაკავშირებით ცნობილია ერთი ისტორიული ფაქტი: 1945 წლის თებერვალში, როდესაც 1000 იაპონელი ჯარისკაცი უკან იხევდა, ნიანგებმა დახოცეს.


8. მელიების იაპონური სოფელი

image
თუ შემთხვევით მიაგის პრეფექტურაში მოხვდებით (იაპონია), აუცილებლად მოინახულეთ Zao Fox Village. ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღბთ იქ ყოფნით. თავი მელიების სამფლობელოში გეგონებათ, სადაც შეგიძლიათ გვერდზე მოუჯდეთ ან ეთამაშოთ ამ საყვარელ, ფუმფულა არსებებს – ისინი აქ ასობით არიან.

9. კუნძული ოკუნოსიმას კურდღლები
image
1971 წელს იაპონელმა მოსწავლეებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს – კუნძულ ოკუნოსიმაზე 8 კურდღელი გაუშვეს. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ისე გამრავლდნენ, რომ კუნძულის ნებისმიერ კუთხეში იყო შესაძლებელი მათი ნახვა.

10. დიდი კაიმანი

image
დიდი ხანია რაც ეს ადგილი ეგზოტიკური ცხოველების მოყვარულებს იპყრობს. ამ კუნულზე ბინადრობს ძალიან ბევრი მწვანე იგუანა. აქ ისინი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მრავლდებიან, რადგანაც ბუნებრივი მტერი არ ჰყავთ.

11. რომის კოლიზეუმი

image
რომში დაახლოებით 120 ათასი უსახლკარო კატაა. ამათგან უმეტესობამ თავის "სამფლობელოდ" უძველესი კოლიზეუმი აირჩია. რომაული კანონმდებლობით ხალხს ეკრძალება მათი შეწუხება და მით უმეტეს დაფრთხობა. კლიმატი თბილია, თაგვები –ბევრი, ადამიანები კი ყოველთვის რაიმე გემრიელით უმასპინძლდებიან. მეტი რაღა არის საჭირო კატური ბედნიერებისთვის?

12. ქალაქი ჩერჩილი (კანადა)

image
მანიტობას პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰუდსონის ყურის ნაპირთან ახლოს მდებარეობს კანადაში ერთადერთი არქტიკული პორტი – ჩერჩილი. აქ ბინადრობენ თეთრი პოლარული დათვები. ეს ქათქათა, ფუმფულა არსებები ყოველწლიურად ოქტომბერ –ნოემბერში ჩრდილოეთისკენ მიემართებიან. ზუსტად ამ პერიოდში ძალიან ბევრი დათვია ჩერჩილის მიდამოებში.

13. სოფელი დეშნოკი – "ვირთხების სამოთხე" (ინდოეთი)

image
ეს ვირთხები ცხოვრობენ კარნი მატას ტაძარში სოფელ დეშნოკში, ბიკანერასთან ახლოს. სულ მცირე 20 ათასი მღრნელი მაინც იქნება. აქ მათ თაყვანს სცემენ, ტკბილეულს აჭმევენ, რძეს ასმევენ რომელშიც ისინი ხანდახან ბანაობენ კიდევაც. ადგილობრივ ინდოელ მოსახლეობას სჯერა, რომ ვირთხები მათი წინაპრები არიან, რომლებიც ტაძარში თავისუფლად დანავარდობენ და ელოდებიან ადამიანის სახით დედამიწას კვლავ როდის მოევლინებიან.

14. პალოს ვერდესი (კალიფორნია)

image
ფარშევანგების რაოდენობა, რომლებიც ამ კუნძულზე სახლობენ 1000 აჭარბებს. ამ მომხიბვლელი ფრინველების წყალობით ტურისტების ნაკლებობას აქ ნამდვილად არ უჩივიან.

15. ნიუ დელი და მისი ურიცხვი მაკაკა
image
ამ ქალაქში იმდენად ბევრი მაკაკაა, რომ ისინი თავს სრულუფლებიან მაცხოვრებლებად თვლიან და ყველა იმ პრივილეგიით სარგებლობენ, რაზეც ადამიანს ხელი მიუწვდება. ისინი თავისუფლად დასეირნობენ ქუჩებში, აკვირდებიან გამვლელებს, ტრანსპორტშიც კი შეუძლიათ ასვლა და გასეირნება. ამიტომ ყურადღებაა საჭირო, რაიმე ნივთი რომ არ დაკარგოთ.

16. ბანგკოკი, მიტოვებული სავაჭრო ცენტრი

image
ეს 11 სართულიანი სავაჭრო ცენტრი New World დარღვევებით აშენდა, ამიტომ ის დაიხურა. დროდადრო აქ გროვდებოდა წვიმის წყალი, რამაც გამოიწვია კოღოების მომრავლება. მწერებთან საბრძოლველად, უკვე წარმოქმნილ წყალსაცავში, თევზები გაუშვეს. წლების შემდეგ მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ახლა ყოფილ სავაჭრო ცენტრში რამოდენიმე ათასი თევზი ბინადრობს.


17. ახალი ზელანდია და მისი უთვალავი ცხვარი
image
ამ ქვეყანაში თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ცხვარს. მოსახლეობა 4.4 მილიონ ადამიანს შეადგენს, ცხვრების რაოდენობა კი დაახლოებით 30 მილიონია.

18. პარკი ნარა (იაპონია)
image
იაპონიის ქალაქ ნარას პარკში ბინა ასობით ირემმა დაიდო, რომლებიც ასევე ამ ქალაქის სიმბოლოს წარმოადგენენ. მათ საერთოდ არ ეშინიათ ადამიანების და თავისუფლად დასეირნობენ პარკის მიდამოებში.

19. შობის კუნძული
image
ქორწინების პერიოდში კუნძული დაფარულია კიბორჩხალებით, რომელთა რაოდენობა 100 მილიონს აჭარბებს. მათ ნახვას არა მხოლოდ სანაპიროებზე, არამედ ქუჩებშიც შეძლებთ, სადაც კიბორჩხალების მდინარეები მიედინება.

20. კუნძული ასეტიგი (აშშ)

image
თუ გინდათ, რომ ატლანტის ოკეანის სანაპიროს თეთრ ქვიშაზე ინებივროთ, თქვენს გვერდით კი გარეულმა ცხენებმა მშვიდად ისეირნონ, რომელთა პოპულაცია სწრაფად იზრდება, მაშინ ამ კუნძულს უნდა ესტუმროთ.


0
500
15-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0