მოგზაურობა გაინტერესებთ, რა საიდუმლოს ფლობს ეს სასტუმრო? 2021, 9 მარტი, 10:48 ეს ნამდვილად უჩვეულო და გამორჩეული სასტუმროა, რომელიც კენიაში ნაირობისა და ნგონგის ბუნებრივ ნაკრძალს შორის მდებარეობს. არის აქ რაღაც განსაკუთრებული, რაც ამის თქმის საფუძველს იძლევა. მისი დიზაინი 1930 -იანი წლების არტ დეკორის სტილშია გადაწყვეტილი, ელეგანტური ავეჯი, უმშვენიერესი ბაღები, ტერასები და ლამაზი კეთილმოწყობილი ეზოები. კერძო საკუთრება 12 აკრ მიწაზე მდებარეობს, მის ირგვლივ, 140 აკრზე კი ულამაზესი ტყეა გადაჭიმული. ![]() სასტუმრო ისტორიულ შენობაშია განთავსებული, რომელიც 1930 წლით თარიღდება. 1979 წელს ცხოველთა დამცველებმა ჯოკი და ბეთი ლესლი-მელვილებმა შეიძინეს ეს უძრავი ქონება და დააარსეს აფრიკული ფონდი, რომელიც გადაშენების საფრთხეში მყოფ ველური ბუნების წარმომადგენლებზე ზრუნავდა. მათი მიზანი იყო როტშილდის ჟირაფების გამრავლება და ველურ ბუნებაში მათი გაშვება.
![]() ...ის, რომ ჟირაფები თავისუფლად დახეტიალობენ სასტუმროს მიდამოებში. საერთო ჯამში სულ ათი ჟირაფი ცხოვრობს მიწის ამ ნაკვეთზე ![]() სასტუმროს ჟირაფის მამულს (ინგლ. Giraffe Manor) უწოდებენ. აქვე მოქმედებს ჟირაფების შეწყვილებისა და გამრვალების ცენტრი, რომელიც ხელს უწობს წყვილთა გარეულ პირობებთან ადაპტირებასა და უზრუნველყოფს ამ ქვესახეობის დაცვას. ![]() ზოგჯერ ეს არაჩვეულებრივი ცხოველები სტუმრებისადმი დიდ სითბოსა და სიყვარულს იჩენენ. ![]() მეგობრული ჟირაფები შენობაში დღეში რამდენჯერმე ჰყოფენ თავს მაცხოვრებლების მოსანახულებლად. ![]() ![]() სტუმრებს ასევე შეუძლიათ გაისეირნონ და ექსკურსიამძღოლთან ერთად მოინახულონ the A.F.E.W Giraffe Centre, რომ უფრო მეტი გაიგონ გადაშენების სართხეში მყოფი როტშილდის ჟირაფების შესახებ. ![]() ოდესმე გისაუზმიათ ერთ-ორ ჟირაფთან ერთად? ![]() სასტუმროს მაცხოვრებლები სიამოვნებით უმასპინძლდებიან ჟირაფებს ბოსტნეულით. ამიტომაც ისინი ყოველთვის იმარაგებენ საკვებს მათ დასაპურებლად. ![]() ზოგჯერ მაგიდასთან მიპატიჟება სულაც არ ჭირდებათ. ![]() ![]() სასტუმროში 10 მაღალჭერიანი, ელეგანტური დიზაინის მქონე ოთახებია. სადაც შესაძლებელია 25 სტუმრის ერთად მიღება. ![]() კვებისა და სასმელის ხარჯები სასტუმროს ღირებულებაში შედის. ![]() ადგილი სადაც საუზმით უმასპინძლდებიან. ![]() ![]() სტუმრებს ასევე საშუალება აქვთ ღია ცის ქვეშ ისადილონ და თან არაჩვეულებრივი ხედით დატკბნენ. იმ შემთხვევაში თუ თეფშიდან რაღაც იკარგება, უკვე იციან ეს ვისი გაკეთებულია. ![]() ჟირაფის მამული ნამდვილად არაჩვეულებრივი ადგილია, რომლის დატოვება სტუმრობის შემდეგ ძალიან რთულია. ![]() ასევე დაგაინტერესებთ: რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში პინგვინი 8000 კმ. ცურავს ყოველ წელს მეგობრის მოსანახულებლად, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა თვისება, რომელსაც კენგურუ აბი ფლობს, ბევრ ადამიანს არ გააჩნია ლემურის 15 მცნება – მათთვის, ვისაც კარგად უნდა ცხოვრება! (სახალისო ფოტოკოლაჟი) რით განვსხვავდებით სინამდვილეში მაიმუნისგან? 10 ყველაზე სახიფათო და არაადეკვატური ცხოველი დედამიწაზე რომელი ცხოველი რა დაავადებებს კურნავს 143 8-ს მოსწონს
|