x
image
natia.a
რატომ ჰქონდათ წლევანდელ ოლიმპიელებს ზურგზე წითელი ლაქები - ახალი ტრენდი!

image

წლევანდელ ოლიმპიადაზე რამდენიმე ცნობილი სპორტსმენი, მათ შორის მოცურავე მაიკლ ფელპსი ზურგზე უცნაური, მუქი-წითელი, წრეების ფორმის ლაქებით წარსდგა. პუბლიკისთვის ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა, თუმცა თავიდან ყველას გაუჭირდა იმის გამოცნობა, რის გამო უნდა ყოფილიყო ამგვარი ლაქები გაჩენილი სპორტსმენის ზურგზე. ზოგი გიგანტური მწერების ნაკბენებზეც კი საუბრობდა.
image

BBC-მ კი გაარკვია, რომ აღნიშნული წრეები იყო სამედიცინო პროცედურის კვალი. ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს ბავშვობაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, ექიმები ხშირად მიმართავდნენ ე.წ. "ქილებით" მკურნალობას, რაც, როგორც აღმოჩნდა, აკუპუნქტურის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა.
image

ალბათ გახსოვთ, რომ სპეციალურ პატარა, მრგვალ ქილაში გრძელ ჩხირზე დახვეულ ბამბას სპირტში ასველებდნენ, ცეცხლს უკიდებდნენ, ქილაში ავლებდნენ და ამ უკანასკნელს ადამიანს ზურგზე, გარკვეულ წერტილებში ამაგრებდნენ. შიგნით გაჩენილი ვაკუუმის წყალობით ქილა კანს ეკვრის და ამ ადგილზე სისხლის მიმოქცევა იზრდება. მართალია, პროცედურა ძალიან სასარგებლოა, მაგრამ შემდეგ იმ ადგილზე, სადაც ქილები იყო მიკრული, ლაქები რჩება. ამგვარი ლაქები შეიძლება მთელი კვირის მანძილზე "ამშვენებდეს" ადამიანს.
image

ამ პროცედურას აპორტსმენებს უტარებენ კუნთების ტკივილის მოსახსნელად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. როგორც ამერიკელი ტანმოვარჯიშე, ალექს ნადმური USA Today-სთან ინტერვიუში ამბობს, ქილები მსგავს მეთოდებს შორის ყველაზე ეფექტურია. სპორტსმენები იყენებენ სპეციალური მოდიფიკაციის ქილებს, რომელთაგან ჰაერი გამოიტვირთება არა ალის, არამედ მინი-ტუმბოს საშუალებით, რაც გაცილებით ამარტივებს პროცესს.
image

ქილებისგან დატოვებული ლაქებით, სპორტსმენების გარდა, ხშირად გამოჩენილან პუბლიკის წინაშე ცნობილი ადამიანები, მათ შორის გვინეტ პელტროუ და ჯენიფერ ენისტონი.

image




0
733
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
733
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0