ფოტოგრაფია სიმართლე, რომელიც ამ ფოტოების უკან იმალება, შოკისმომგვრელია. თუკი სუსტი ნერვები გაქვთ, თავი შეიკავეთ მათი ნახვისგან 2016, 16 აგვისტო, 17:21 ეს სტატია არის რაღაც უჩვეულო, რაღაც ახალი ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ მკითხველისთვისაც ასე იქნება. ქვემოთ თქვენ იხილავთ დაახლოებით XIX-XX საუკუნეში გადაღებულ ფოტოებს. 1. როდესაც ფოტომასალის შეგროვება დავიწყე, ველოდი მოხუცი ნათესავების უკანასკნელ ფოტოებს. ასეთების რიცხვი არც ისე დიდი აღმოჩნდა. ეს კი ერთ-ერთია მათ შორის. 2. სხვა ფოტოები ბევრად უფრო შემაძრწუნებელი გამოდგა. მაგალითად ასეთია ეს ფოტო, რომელზეც დედას თავისი გარდაცვლილი ქალიშვილის ხელი უჭირავს.3. და კიდევ უფრო მეტად ტრაგიკულია ეს ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია წყვილი, რომელსაც ჩვილი ბავშვი დაეღუპა. 4. იმ პერიოდში გარდაცვლილ ბავშვებს ფოტოებს ისეთ გარემოში უღებდნენ და გარშემო ისეთ ნივთებს და საგნებს უწყობდნენ, რითიც ის სიცოცხლეში თავს ირთობდა და ის რაც უყვარდა. ამის მაგალითი კი შემდეგი ფოტოა. 5. ხშირად ფოტოებში ცოცხალი ოჯახის წევრები ცდილობდნენ ეჩვენებინათ თუ როგორ უყვარდათ დაკარგული საყვარელი ადამიანი.6. ზოგჯერ კი ფოტოზე არა მხოლოდ ერთი ან ორი ოჯახის წევრი ჩნდებოდა. 7. ფოტოებში გამოსახული ცხედრები ძირითადად დაწოლილ ან დამჯდარ მდგომარეობაში გვევლინებოდნენ. თუმცა იყო შემთხვევები, როცა მეტი სიცხადისთვის მათ ფეხზე აყენებდნენ. ასეთ შემთხვევებში დამხმარე იყო საჭირო, რომელიც მას დაიჭერდა. ამის მაგალითია შემდეგი ფოტო გახლავთ, რომელსაც კარგად თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ ხელს ბიჭის თავზე. 8. მაშინ ფოტოგრაფს მით უფრო მეტს უხდიდნენ, რაც უფრო მეტად ექნებოდა გარდაცვლილს ცოცხალი ადამიანის იერი, ამიტომ ისინი გარდაცვლილებს ხელოვნურ გუგებს უმაგრებდნენ.9. ზოგჯერ კი ფოტოგრაფები ბავშვებს აწვენდნენ და იმის იმიტაციას ქმნიდნენ, თითქოს მათ ეძინათ.10. ეს ფოტო კი ნამდვილად შოკისმომგვრელია, ვინაიდან წარმოდგენაც კი რთულია, რომ ფოტოზე გამოსახული გოგონა გარდაცვლილია. 11. და ბოლოს, არ გეგონოთ, რომ მსგავს ფოტოებს მხოლოდ ადამიანებს უღებდნენ. თქვენ ფიქრობთ, რომ გიყვარდათ თქვენი ძაღლი, რომელიც მოკვდა? ვიქტორიანელებმა ეს სიყვარული სხვა დონეზე აიყვანეს. 3186 9-ს მოსწონს 2-ს არა |
ზუსტად იმავე პერიოდში და მერეც საქართველოშიც უღებდნენ მკვდრებს სურათებს,განსაკუთრებით ეს "კულტურა" დასავლეთ საქართველოში აიტაცეს,იქ ხო უყვართ საოცრებები. მკვდრებს არ მარხავენ და სურათის გადაღებას რა უშავს კიდევ.
ახლა გათანამედროვდა ხალხი და ვიდეოებს უღებენ კუბოში.
მეც მქონდა ადრე სტატია ამ თემაზე: ''პოსტ-მორტენ'' ეწოდებოდა ხელოვნების ამ ჟანრს-თუ შეიძლება ამას ხელოვნება ვუწოდოთ:(((