x
image
გვანცა1234
10 ფოტო, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

სურათი ფერწერული ნაწარმოებია. დამოუკიდებელი მხატვრული მნიშვნელობის,
დამთავრებული ხასიათის მქონე ნახატი. სურათი, ეს ისეთი რამაა, რასაც ვერ
ჩაანაცვლებს ვერაფერი. სურათები იმახსოვრებენ მომენტებს, სწორედ
ისინიგვინახავენ დაუვიწყარ მოგონებებს. ზოგჯერ ისინი საშინლად მტკივნეულ
შინაარს ატარებენ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ფოტოს, რომელთაც მსოფლიო აალაპარაკა.

1) სურათზე ასახულია ახალშობილი ტყუპი და-ძმა, რომლებიც ნაადრევად დაიბადნენ და ამის გამო გოგონა ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. ექიმების ვარაუდით იგი დიდხანს ვერ იცოცხლებდა. მშობიარობის შემდეგ, ორივე ახალშობილი ექიმებმა ერთ ინკუბატორში მოათავსეს. იმის შემდეგ, რაც ძმა თავის დასთან გვერდით აღმოჩნდა, ინსტიქტურად მან ხელი გადახვია თავის პატარა დაიკოს და რამოდენიმე წუთის შემდეგ გოგონას პულსი და სხეულის ტემპერატურა დარეგულირდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. image2) ეს მომენტი დღემდე ახსოვს მსოფლიოს. როგორც ხედავთ, ეს ამაღელვებელი კადრი გვიჩვენებს ამერიკის პრეზიდენტისა და პირველი ლედის კოცნას. ფოტო გადაღებულია არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაშინ როდესაც ბარაკ ობამამ შეიტყო, რომ გახდა ამერიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი. image3) 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში საშინელი ტერაქტი მოხდა. ამ დღეს მსოფლიო ვერასოდეს დაივიწყებს. ამ ტერორისტულ აქტს შეეწირა 3000- მდე ადამიანის სიცოცხლე. 2000-მდე ადამიანი დღესაც დაკარგულად ითვლება. ამ კადრზე კი ჩანს ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელიც ხტება შენობიდან. image4) ეს ფოტო გადაღებულია 1968 წელს. კადრი დაფიქსირებულია მთვარიდან, უილიამ ანდერსის მიერ. ეს არის პირველი კადრი დედამიწისა, რომელიც გადაღებულია ატმოსფეროს გარედან. image5) ფოტო გადაღებულია 1968 წელს მეხიკოს ოლიმპიური თამაშებზე. მასზე აღბეჭდილია ტომი სმიტი და ჯონ კარლოსი, რომელთაც აღმართეს მუშტები მოედანზე და მდუმარედ დაგმეს რასიზმი შეერთებულ შტატებში. ორივე გამოაძევებული იქნა თამაშიდან. image6) მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მეზღვაურის ფოტომ, რომელიც მედდას კოცნის თაიმ-სქვერზე, ყველა ჟურნალ-გაზეთი მოიარა. ეს სურათი გამოსახავს სიხარულს და სიყვარულს. ისტორიის თანახმად, ფოტოგრაფმა- Alfred Eisenstaedt-მა გადაწყვიტა ეპოვა ეს წყვილი და იპოვა კიდევაც. მან იხილა ბედნიერი ბებია და ბაბუა უამრავი შვილების და შვილიშვილების თანხლებით. image7) ყველასათვის ცნობილი ფოტო, რომელიც გადაღებულია როკფელერის ცენტრის მშენებლობისას, ნიუ-იორკში. როგორც ხედავთ მუშები სადილობენ 250 მეტრის სიმაღლეზე. შემდგომში ეს ფოტო განსხეულებული იქნა სკულპტურაში, რომელიც დაიდგა ნიუ-იორკის მეექვსე ავენიუზე. image8) ეს ფოტო ნამდვილად ისტორიული და ყველასთვის ნაცნობია. მერილინ მონროს ეს სურათი გადაღებული იქნა 1954 წლის 9 სექტემბერს შუაღამისას ფილმის გადაღების დროს. სურათის გადაღებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. მონროს მეუღლე ჯო დიმაჯო ისე აღაშფოთა ამ ფაქტმა, რომ იმ ღამესვე საშინელი სკანდალი მოუწყო ცოლს, რაც მალე მათი განქორწინებით დასრულდა. image9) ფოტო ეკუთვნის ენი ლეიბოვიცს. 7 თვის ფეხმძიმე დემი მურის ფოტომ ჟურნალის გარეკანზე, შოკში ჩააგდო საზოგადოება. ალბათ ბევრს გაგიკვირდათ ეს ფაქტი, თუმცა ამ დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ 90-ანი წლებია.ამ დროს ეს ფოტოსესია რევოლუციური ნაბიჯი და გრანდიოზული პროვოკაცია გახლდათ.დემი მურის ფოტოსესიამდე არცერთ სხვა ჟურნალს არ გამოუქვეყნებია ფეხმძიმე ქალების შიშველი ფოტოები. image10) 1972 წლის 8 ივნისს ფოტოგრაფმა ნიკ უტმა აღბეჭდა მომენტი, როდესაც დაბომბვას გაურბიან ვიეტნამელი ბავშვები, რომელიც ვიეტნამის საჰაერო ძალებმა დაგეგმეს.მათ შორის იყო 9 წლის გოგონა კიმ ფუკი, რომელსაც ოჯახი ამოუხოცეს. ეს ფოტო გახდა იმ საშინელი ომისა ვიეტნამში, რომელსაც უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა. image

1
379
11-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
379
  
2015, 16 მარტი, 13:31
არაერთხელ მინახავს, თუმცა უმეტესობას მაინც ისეთივე ემოციებით ვუყურებ, როგორც პირველად :(
0 1 1