x
image
გვანცა1234
10 შოკისმომგვრელი ფოტო, რომელმაც შესძრა მსოფლიო (ნაწილი 2)

სურათი ფერწერული ნაწარმოებია. დამოუკიდებელი მხატვრული მნიშვნელობის, დამთავრებული ხასიათის მქონე ნახატი. სურათი, ეს ისეთი რამაა, რასაც ვერ ჩაანაცვლებს ვერაფერი. სურათები იმახსოვრებენ მომენტებს, სწორედ ისინი გვინახავენ დაუვიწყარ მოგონებებს. ზოგჯერ ისინი საშინლად მტკივნეულ შინაარს ატარებენ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე შოკისმომგვრეილ ფოტოს კრებულის მეორე ნაწილს, რომელთაც შეძრეს მსოფლიო.
გაფრთხილება: წინასწარვე იცოდეთ, რომ ქვემოთ არსებულ გამოსახულებებში ასახულია ძალადობის და სიკვდილის ფაქტები.
1) ამ ფოტოზე ჩანს, თუ როგორ ელოდება სვავი მშიერ ბავშვს, რომელიც ეს-ესაა დაიღუპება და ფრინველის ლუკმა გახდება. ამ ფოტოს გავრცელებისთანავე მასიური აჟიოტაჟი მოჰყვა მთელს მსოფლიოში. ფოტოგრაფმა უამრავი ჯილდოს მიღების მიუხედავად, მან დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რადგან მომაკვდავ ბავშვს დახმარების ხელი არ გაუწოდა. რამდენიმე თვის შემდეგ ამ ფოტოგრაფმა თავი მოიკლა. image2)სურათი გადაღებულია მაიკლ კლენსის მიერ, სპინა ბიფიდას სამშობიარო ოპერაციის დროს. ფოტოგრაფი იყო შოკში, როდესაც დაინახა, თუ რა მოხდა საოპერაციო მაგიდაზე. აქ, 21 კვირის ნაყოფმა ხელი გამოყო საკეისრო კვეთისას და მყარად ჩასჭიდა ხელი ექიმს. ფოტოზე ასახულია ქირურგისა და იმ ჩვილის ხელი, რომელის სიცოცხლეც ქირურგმა იხსნა. სემუელი უნდა დაბადებულიყო ხერხემლის დავადებით, ამ შემხვევაში ის ან დაიღუპებოდა ან სამუდამოდ ინვალიდი დარჩებოდა. მაგრამ ქირურგმა ჯოზეფ ბრუნერმაიგი დაბადებამდე, საკეისრო კვეთის შესრულებით იხსნა დავადების მძიმე შედეგებისგან. ეს ფოტო დღემდე რჩება აბორტთან საბრძოლველად. image3) ეს ფოტოსურათი გადაღებულია უგანდაში, 1980 წელს, შიმშილობის დროს. ამ პერიოდში უგანდას შიმშილობამ შესძრა პლანეტა. ეს ფოტო ალბათ, ამბობს ყველაფერს, და სათქმელიც აღარაფერია. image4) ფოტოგრაფი მარკ რიბოუდი. ფოტოზე ასახულია ქალის პროტესტი ვიეტნამის ომის დროს, ეს შემთხვევით გადაღებული ფოტო გახდა სიმბოლო ყვავილების ძალისა. image5) ფოტო გადაღებულია მალკოლმ ბრაუნის მიერ, 1963 წელს. მასზე აღბეჭდილია ბერი, რომელმა ცეცხლი წაიკიდა, თვითმკვლელობის მიზნით. მან ეს გააკეთა პროტესტის ნიშნად, რადგან იმ პერიოდში მიმდინარეობდა ბერების დევნა ვიეტნამური მთავრობის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ის არც განძრეულა და არც უყვირია, როდესაც ცეცხლის ალში იწვოდა. image6) ფოტოზე გამოსახულია უსახლკარო და მშიერი ადამიანი, რომელიც აღმოაჩენს საკვებს სარკინიგზო ლიანდაგზე და საჭმელად დაეცემა. ფოტო გადაღებულია ინდოეთში. image7) სამი საათით ადრე ჯონ ლენონის მკვლელობამდე მან ხელი მოაწერა ავტოგრაფს, როგორც შემდეგში გაირკვა ეს ადამიანი, გახდა მისი მკვლელი. image8) ადამიანები მიაგებენ უკანასკნელ პატივს ომში დაღუპულთ. ფოტოზე კი კარგად ჩანს, ახალგაზრდა მგლოვიარე ქალბატონი, რომელიც დაღუპულს ვერ ელევა. image9) სნაიპერის მიერ მოკლული ჯარისკაცი ჩაეხუტა მღვდელს თავისი სიცოცხლის ბოლო მომენტში. ფოტო გადაღებულია 1962 წელს. image10) ფოტოგრაფი დონ მაქქალინი. გადაღებულია ომის დროს ნიგერიაში. ეს არის სურათი იგბოს ტომიდან, რომელთა დიდი ნაწილი შიმშილით გარდაიცვალა ომის დროს. image

2
524
8-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
524
  
2015, 4 თებერვალი, 14:33
მაგარია
2015, 1 თებერვალი, 18:16
ათასჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ მაინც დიდი შთაბეჭდილებებით და ემოციებით ვნახე :(
0 1 2