x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135741
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510123
ნამცხვრი სხვადასხვა გულსართით, რომელიც შაქრის გარეშე ცხვება (დიაბეტური არ არის)

შაქრის საყოველთაო დეფიციტის ფონზე, ერთი ნამცხვრის რეცეპტი გამახსენდა, რომლის გამოსაცხობად, შაქარი არა არის საჭირო. ამასთან, ამ ცომით, ერთდროულად, ერთის კი არა, რამდენიმე სახის ნამცხვრის გამოცხობა შეიძლება.


image


ინგრედიენტები:


შესქელებული რძე (უმი) – 1 ქილა

კვერცხი – 2 ცალი

გამდნარი კარაქი – 100 გრ.

სოდა – 1 ჩ. კ.

ძმარი – 1 ს. კ.

მარილი – 1 მწიკვი

ვანილინი – 0, 5 პაკეტი

ფქვილი – რასაც შეიზელს

ქიშმიში – 100 გრ. (სურვილის შემთხვევაში)


მასალა გულსართისთვის:


შესქელებული რძე – ნახევარი ქილა

შავი შოკოლადი – 100 გრ.

ნიგოზი – 100 - 150 გრ.

ან

ჯემი – 200 გრ.

ან

შოკოლადის კრემი "ნუტელა"

ან

დაფქული 1 ჭ. ნიგოზი და 1 ფილა შავი შოკოლადი


1 კვერცხის გული და 0, 5 პაკეტი ვანილინი – გადასასმელად.


მომზადება:


I. ჯერ გულსართი მოამზადეთ: მოათავსეთ შოკოლადის ნატეხები პატარა ზომის თასში, დაამატეთ შესქელებული რძე და თასი მოათავსეთ წყლის აბაზანაზე > იქამდე ურიეთ, ვიდრე შოკოლადი არ გადნება და რძეს არ შეერევა > დაამატეთ მანქანაში გატარებული ნიგოზი და კარგად მოურიეთ.

II. ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და ვანილინი > დაამატეთ შესქელებული რძე და კარგად ათქვიფეთ > დაამატეთ კარაქი, სოდა, ძმრით და ისევ ათქვიფეთ > თუ ქიშმიშსაც დაამატებთ, მაშინ წინასწარ დაასხით მდუღარე წუალი, როდესაც შეგრილდება, წყლიდან ამოწურეთ და ფქვილში ამოავლეთ > დაამატეთ იმდენი ფქვილი, რასაც შეიზელს.

ცომი უნდა იყოს რბილი და გასაბრტყელებელი.

III. გაყავით ცომი ორ ნაწილად და თითოეული გააბრტყელეთ, 1 სმ–ს წიწეზე > გადაუსვით ფენებს გულსართი და გადაახვიეთ ხვეულის სახით.

IV. შეურიეთ კვერცხის გულს ცოტა წყალი და ვანილინი > გადაუსვით ხვეულებს ზემოდან > მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე ან კალკაზე.

V. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.



image

imageimage
imageimage




0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0