სხვა იდუმალებით გამქრალი ადამიანები 2016, 13 აგვისტო, 11:42 ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იკარგება უგზო-უკვლოდ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც პიროვნების დაკარგვის შემდეგ გამოძიებას არა აქვს არავითარი ვერსიები, მიზეზი და ხელჩასაჭიდი, არ ჰყავს მოწმეები. ადამიანები უბრალოდ უკვალოდ გაქრნენ. 1-მაურა მიურეი-2004 წლის 9 თებერვალს 21 წლის მასაჩუსეტის უნივერსიტეტის სტუდენტმა ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნა წერილები, სადაც მასწავლებლებს და მეგობრებს ატყობინებდა, რომ გარდაეცვალა ნათესავი და მის დაკრძალვაზე მიდიოდა(ეს ამბავი მოიტყუა), იმავე საღამოს ის ავტომობილით ავარიაში მოჰყვა, ხეს შეასკდა, ვუსდვილთან ახლოს ნიუ-ჰემპშირში. გზად მიმავალი სამგზავრო ავტობუსიდან გადმოვიდა მძღოლი და გოგონას ჰკითხა, ხომ არ სჭირდებოდა დახმარება, პასუხად მიიღო "არა", თუმცა მძღოლმა მაინც გამოიძახა პოლიცია უახლოესი ტელეფონის აპარატიდან. 10 წუთში პოლიცია ადგილზე მივიდა, თუმცა გოგონა მანქანაში აღარ იჯდა.ადგილზე არ იყო არავითარი ბრძოლის კვალი, შესაძლოა გოგონამ გამვლელ მანქანას სთხოვა გაეყოლებინა.მეორე დღეს მაურას საქმრომ მიიღო ხმოვანი შეტყობინება, ვარაუდობენ, რომ ეს მისგან იყო, სადაც მხოლოდ გახშირებული სუნთქვა ისმოდა...12 წელი გავიდა მისი დაკარგვიდან, თუმცა რა მოუვიდა გოგონას დღესაც გაურკვეველია. 2-ნიკოლ მორინი-1985 წლის 30 ივლისს 8 წლის ნიკოლი პენტჰაუზიდან გამოვიდა, რომ აუზში მეგობართან ერთად ებანავა. გოგონას სახლიდან გამოსვლის შემდეგ 15 წუთში მას პატარა დაქალმა მიაკითხა, კითხვით:მოდიოდა თუ არა საბანაოდ, თUმცა ნიკოლი გამოსული იყო უკვე სახლიდან. ნიკოლის გაქრობა იყო ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერაცია, რაც ოდესმე ტორონტოს(კანადა) პოლიციას ჩაუტარებია, ყველაზე მისაღები ვერსია იყო, რომ სახლიდან გამოსული ნიკოლი უცებ მოიტაცა ვიღაცამ, თუმცა პენტჰაუზი 12 სართულიანი ხალხმრავალი კორპუსი იყო, იქედან გოგონას შეუმჩნევლად მოტაცება ძნელი იყო.მხოლოდ ერთადერთი მოწმე არსებობს, რომელმაც ნახა, როგორ გამოიძახა ნიკოლმა ლიფტი..იმის შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა, გოგონას შესახებ კი არაფერია გარკვეული. 3-ბრაიან შეფერი-ეს შემთხვევა საკმაოდ მისტიურია, 27 წლის სტუდენტი მედიკოსი 2006 წლის 1 აპრილს ბარში შევიდა გასართობად. ის გაქრა დაახლოებით ღამის 1:30 წუთზე, ბარში დალია, ტელეფონით ელაპარაკა შეყვარებულს, შემდეგ კი იგი იქვე ბარში 2 გოგონას ესაუბრებოდა, თუმცა ბარიდან გამოსული ის აღარავის უნახავს.24 საათიან ვიდეომოთვალთვალე კამერას დაფიქსირებული აქვს ბრაიანის ბარში შესვლა, თუმცა გამოსვლა არაა აღბეჭდილი, თუ ბრაიანი ადგილზე ვინმემ მოკლა ან მოიტაცა, როგორ მოხდა, რომ ვერავინ ვერ შეამჩნია და შეუმჩნეველი დარჩა მოთვალთვალე კამერებისთვისაც?...ამაზე პასუხი დღემდე გაუცემელია. 4-ბარბარა ბოლიკი-2007 წლის 18 ივლისს, 55 წლის ქალი კორვალისიდან(შტატი მონტანა), მთაში გაემგზავრა თავის მეგობარ ჯიმი რამაკერთან ერთად, რომელიც კალიფორნიიდან ესტუმრა, ჯიმი ერთ-ერთი პეიზაჟის დათვალიერებით ტკბებოდა, ქალი კი მის უკან 6-7 მეტრის მანძილზე იყო დაშორებული, 1 წუთიც არ იყო გასული, ჯიმი მოუტრიალდა ქალს, მაგრამ იგი აღარსად იყო... პოლიცია დიდხანს ეძებდა დაკარგულ ქალს, მაგრამ იგი ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ გაურკვეველი დარჩა, ამ დაუჯერებელ ისტორიაში რა თქმა უნდა პირველ რიგში ეჭვმიტანილი ჯიმი რამაკერი იყო, თუმცა ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ დანაშაული მას არ დაუმტკიცდა, თანაც იგი აქტიურად თანამშრომლობდა პოლიციასთან..(ბოლოს და ბოლოს თუ ქალის მოკვლა სურდა, უფრო რეალურ ისტორიას მოიგონებდა)...9 წელია ეს საქმეს გაუხსნელია. 5-ჯეისონ იოლკოვსკი-2001 წლის 13 ივნისს 19 წლის ჯეისონ იოლკოვსკი სამსახურში გამოიძახეს, მან მეგობარს დაურეკა და სთხოვა სკოლასთან მოსულიყო, რომელიც იქვე მის სახლთან მდებარეობდა, უკანასკნელად ჯეისონი მეზობელმა დაინახა სკოლასთან დათქმულ დროზე ნახევარი საათით ადრე, მისი თქმით ჯეისონს გარაჟში ნაგვის ურნები შეჰქონდა...ამის შემდეგ ჯეისონი უკვალოდ ქრება, სკოლის მოთვალთვალე კამერამ არ დააფიქსირა ჯეისონის დათქმულ ადგილზე მისვლა, მისი შემდგომი ბედი იდუმალებით მოსილი რჩება 15 წლის შემდეგაც.მშობლებმა- ჯიმ და კელი იოლკოვსკიმ 2003 წელს დაარსეს "ჯეისონ იოლკოვსკის ფონდი", რომელიც ეხმარება ოჯახებს, რომლებმაც ახლობელი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგეს. 6)მაიკლ ჰირონი-2008 წლის 23 აგვისტოს 51 წლის მაიკლი საკუთარ ფერმაში გაემგზავრა ჰეპი-ველში(შტატი ტენესი), რათა გაზონი გაეკრიჭა.დილით ბევრმა ნაცნობმა დაინახა ის, როგორ გავიდა სახლიდან საკუთარი კვადროციკლით... მეორე დღეს მეზობლებმა მის მიწის მონაკვეთზე აღმოაჩინეს სატვირთო და გაზონის საკრეჭი მანქანა.სატვირთოში იყო მაიკლის გასაღები, ხელუხლებელი საფულე, საბუთები და მობილური ტელეფონი.თვითონ მამაკაცი არსად ჩანდა.ამის შემდეგ მეზობლებმა პანიკა ატეხეს.დაიწყეს მაიკლის ძებნა..სამი კილომეტრის მოშორებით იპოვეს კვადროციკლიც...თუმცა ამ აღმოჩენის შემდეგაც ვერაფერი გაირკვა. მაიკლ ჰირონი უკვალოდ გაქრა, როგორც გაირკვა მაიკლს არც მტრები ჰყავდა და არც ჰქონდა რაიმე მიზეზი, რომ მიეტოვებინა ყველაფერი და უკვალოდ გამქრალიყო. 7)მაიკლ ნეგრეტე-1999 წლის 4 დეკემბერს კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტი, 18 წლის პირველკურსელი მაიკ ნეგრეტე მთელი ღამე თამაშობდა კომპიუტერულ თამაშებს, დილით 9 საათზე მეზობელმა შეამჩნია, რომ იგი სახლიდან გავიდა..მას შემდეგ ბიჭი აღარავის უნახავს. საინტერესოა, რომ ფეხსაცმელი სახლში იყო, (ფეხშიშველი გავიდა გარეთ?)ამასთანავე გასაღები და საფულეც.პოლიცია დიდხანს ეძებდა დაკარგულ ახალგაზრდას, გამოიკითხა უამრავი ადამიანი, ჰქონდა უამრავი ვერსია, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ დამთავრდა. 938 6-ს მოსწონს 1-ს არა
|