ყველა ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური თუ პიროვნული განვითარებისთვის
უდიდესი მნიშნელობა ენიჭება მშობელს. ამიტომაც მნიშვნელოვანია მათ შორის როგორი ემოციური კავშირია ჩამოყალიბებული.
მშობელსა და ბავშვს შორის ემოციური ურთიერთობა შეიძლება
იყოს შემდეგი სახის:
1.ბავშვის უპირობო ემოციური მიღება(სიყვარული და მიჯაჭვულობა
ყოველგვარი წინაპირობის გარეშე)მშობელი განასხვავებს ერთმანეთისგან ბავშვის პიროვნებასა და ქცევას.მშობელი ბავშვს რაიმე საქციელისთვის რომ კიცხავს, ბავშვი მისთვის ემოციურად მნიშნელოვანი და ღირებული რჩება.ბავშვის პიროვნების განვითარების თვალსაზრისით ურთიერთობის ეს ტიპი განსახუთრებით ხელსაყრელია, რამეთუ უზრუნველყოფს ბავშვის დაცულობის, სიყვარულის, ბედნიერების, ზრუნვის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.
2.ბავშვის პირობითი ემოციური მიღება(სიყვარული, რომელიც განპირობებულია ბავშვის მიღწევებით, ღირსებებით, ქცევით).მშობლის სიყვარული არის ჯილდო, რომელიც ბავშვმა უნდა დაიმსახუროს, სასჯელი კი-სიყვარულის აღკვეთა.ამგვარი ურთიერთობის შედეგად ასეთი ბავშვს შფოთვა და დაურწმუნებლობის განცდა უყალიბდება.
3.ამბივალენტური ემოციური ურთიერთობა(მტრობა და სიყვარული
ერთდროულად).
4.ინდიფერენტული ურთიერთობა(გულგრილობა, სიცივე, დაბალი
ემპათია).ამ ურთიერთობას საფუძვლად უდევს მშობლის ინფანტილიზმი და პიროვნული მოუმწიფებლობა.მშობელს დედის პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.
5.ფარული ემოციური იგნორირება(ნეგატიურ დამოკიდებულება).
6.ღია ემოციური მიუღებლობა(გარიყვა, განდევნა, განკიცხვა).
ბავშვსა და მშობელს შორის შეიძლება ემოციური ურთიერთობა
დაირღვეს, ამის მიზეზი კი შესაძლოა მრავალი ფაქტორი იყოს.მაგალითად:
მშობლის პიროვნული თავისებურებები-ინფანტილიზმი, ხასიათის
აქცენტუალიზაცია, ფსიქოპათოლოგია, ემოციური აშლილობა, მშობლის არასანდო მიჯაჭვულობის ტიპი.(მაგალითად, თუ დედას დეპრესია აქვს, აღინიშნება შვილის იგნორირების ტენდენცია).ასეთი მშობლისთვის დამახასიათებელია ან ბავშვის სრული იგნორირება, ანდა ტოტალური კონტროლი, რასაც შედეგად მოჰყვება ბავშვში დანაშაულისა და სირცხვილის განცდის აქტუალიზაცია.
პოსტ-ტრამვული სტრესი-თუ ბავშვის დაბადება ან მისი აღზრდის
საწყისი ეტაპი მშობლის ფსიქოლოგიურ ტრამვას ემთხვევა(ვთქვათ, ახლობლის გარდაცვალებას, განქორწინებას, პირად ტრაგედიას), ბავშვი ან მატრამვირებელი სიტუაციის სიმბოლო ხდება, ანდა უბრალოდ მასთან ასოცირდება.
ბავშვის აღზრდის გამო მშობლისთვის მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების (მაგალითად, ძილის, დასვენების, მეგობრებთან ურთიერთობის, პროფესიული ზრდის და სხვა) დაუკმაყოფილებლობა.
ბავშვის ხატის დამახინჯება-მშობლის მიერ საკუთარი ნეგატიური
თვისებების პროექცია
ბავშვზე ან ბავშვის იდენტიფიკაცია ნაკლებად მისაღებ პიროვნებასთან, რის შედეგადაც მშობელს ბავშვის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უყალიბდება.
უკმაყოფილება ქორწინებით და კონფლიქტი მეუღლესთან.
ბავშის ინდივიდუალუტი ტიპოლოგიური თავისებურებები „რთული“ტემპერამენტი, მაღალი აღგზნებადობა, უყურადღებობა და ა.შ/
ბავშვის განვითარებისთვის ასევე მნიშნელოვანია ის თუ როგორ აღზრდის სტილს იყენებენ მშობლები.გამოიყოფა აღზრდის 4 სტილი.ესენია:
ავტორიტეტული აღზრდის სტილი გულისხმობს კონტროლის მაღალ
დონესა და თბილ დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ.ფიზიკური დასჯა იშვიათად გამოიყენება.ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვებისთვის დამახასიათებელია მაღალი თვითშეფასება, წარმატებული სწავლა, ხოლო მოზარდობის ასაკში-მორალური მსჯელობები, დამოუკიდებლობა, ამავე დროს ცშირად ითვალსიწინებენ
მშობლების მოთხოვნებს.
ავტორიტატული აღზრდის სტილი ხასიათდება მაღალი მოთხოვნებით
ბავშის მიმართ, მაგრამ ნაკლები ყურადღებით მის საჭიროებათა მიმართ.მშობლები მკაცრად აკონტოროლებენ ბავშვს, მოითხოვენ მორჩილებასა და პატივისცემას, თანაც შვილთან საუბრის, მისთვის რაიმეს ახსნის გარეშე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ბავშვი მოვალეა მათ უსიტყვოდ დაემორჩილოს.ასეთ ოჯახში ბავშვი ცუდად სწავლობს, უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა, აქვს დაბალი თვითშეფასება.ზოგი ბავშვი გულჩათხრობილი ხდება, ზოგი კი აფგრესიას ავლენს.
ლიბერალური აღზრდის სტილი გულისხმობს თბილ დამოკიდებულებას
შვილი მიმართ და სუსტ კონტროლს.ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი ცუდად სწავლობს, ხშირად ავლენს აგრესიას(განსაკუთრებით მაშინ, როცა მშობლები ლმობიერები არიან ბავშვის მიერ გამოვლენილი აგრესიის მიმართ), გაურბის პასუხისმგებლობას, არის სხვებზე დამოკიდებული.
ინდიფერენტული აღზრდის სტილი არის სუსტი კონტროლისა
და ემოციური უგულვებელყოფის შეხამება.ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვისთვის დამახასიათებელია დაბალი თვითშეფასება, ანტისოციალური ქცევისკენ მიდრეკილება, სირთულეები სწავლაში.