ისტორია მსოფლიო ისტორიის უძლიერესი მებრძოლები! 2016, 8 აგვისტო, 10:31 ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს უძლიერეს მებრძოლებს. ერთად გადავავლოთ
თვალი...
1. რომის ცენტურიონი რომის ცენტურიონის ჯარისკაცები პროფესიონალი სამხედროების უპირველეს მაგალითს წარმოადგენენ. ისინი სიცოცხლეს საბრძოლო ხელოვნებას უძღვნიდნენ. ცენტურიონების დამსახურებით, რომის იმპერია სამ კონტინენტზე გაიშალა, ცენტურიონი შენდგებოდა 80 ჯარისკაცისგან, მათ უწევდათ ყველაზე რთული დავალებების შესრულება! 2. ვიკინგები თავის დროზე ვიკინგები მთელ ევროპას შიშის ზარს ცემდნენ. ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა ვიკინგების ვიზუალურობას, ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ დიდი ზომის ნაჯახებს. ვიკინგების სამშობლოდ სკანდინავია ითვლება. ნებისმიერ ორთაბრძოლაში ვიკინეგები "2-0" -იან უპირატესობით გადიოდნენ! 3. სამურაი იაპონური საბრძოლო ხელოვნების დიდოსტატები. ისინი მისდევდნენ ''Bushido''-ს ცხოვრებას, რომელიც მებრძოლის გზას ნიშნავს. ხმლის ოსტატებისთვის ღირსება იყო უმნიშვნელოვანესი, ღირსების დაკარგვასთან ერთად თვითმკვლელობა გარდაუვალი იყო, რომელსაც seppuku-ს ეძახდნენ. 4. მაორები მაორების მიგრაცია ახალ ზელანდიაში XIII- საუკუნეში დაიწყო. მტრებისთვის ყოველთვის მრისხანე მებრძოლებად ითვლებოდნენ. მაორების კულტურა ისევ არსებობას განაგრძობს! 5. უკვდავი სპარსელები "უკვდავი სპარსელები" - ეს სახელწოდება გამომდინარეობს 10 000 ჯარიკაცისგან, რომელიც წარმოდგენდა სპარსეთის არმიის მძიმე ქვეითს. თუ არმიაში რომელიმე ჯარისკაცი დაიღუპებოდა, უმალვე მის ადგილს სხვა იკავებდა. ასე, რომ 10 000 "უკვდავები" ყოველთვის იცავდნენ თავის პოზიციებს. 6. სპარტელები ანტიკურ სამყაროს ყველაზე საშინელ მებრძოლებს სპარტელები წარმოადგენდნენ. ისინი ბავშვებს 7 წლიდან წვრთნიდნენ და სიკვდილის მანქანად აქცევდნენ. 7. რაჯპუტის მებრძოლები რაჯპუტის მებრძოლები - იგივეა, რაც მეფის შვილის მებრძოლები. მათ დღესაც უკავიათ თავისთვის განკუთვნილი ადგილები ინდოეთის სამხედრო არმიაში. რაჯპუტები ინდოეთის დასავლეთით მდებარე რაჯპუტისტანიდან არიან ჩასამოსახლებულები, ისინი საბრძოლო ველზე, ყოველთვის წინა ფრონტზე იბრძვიან, აქედან გამომდინარე მათ მკაცრი და რთული სამხედრო სწავლებების შესრულება უწევთ! 8. მონღოლთა კავალერია მოკლე ფეხებიან, უძლიერეს ცხენებზე ამხედრებული ცხენოსნების 2 საუკუნის განმავლობაში, მთელ მსოფლიოს ეშინოდა. მათ შეეძლოთ მშვილდ-ისრის გამოყენება ცხენზე ჯდომისას, მტრისთვის განსაკუთრებულ შიშს წარმოადგენდნენ მაშინ, როდესაც ისინი ჯგუფურად მოძრაობდნენ. 9. ნინძები VI–VII საუკუნეებში, იაპონიაში სპეციალურად გაწვრთნილ მებრძოლებს ნინძები უწოდეს. მათ ძირითადად ევალებოდათ ჯაშუშობა, კოფიდენციალური პოლიტიკა და მსგავსი დავალებების შესრულება. ნინძები იყვნენ ყველაზე სწრაფი და საიდუმლო მებრძოლები. 10. აპაჩები ინდიელთა ტომში ყველაზე განსხვავებულ ტომს აპალაჩები წარმოდგენდნენ. მათი განსაკუთრებულობა მებრძოლისუნარიანობაზე იყო დამოკიდებული. ევროპელებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მათ გაუწიეს. დღეს გარკვეული რაოდენობით აშშ-სა და მექსიკაში არსებობას განაგრძობენ. 11. აცტეკები მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი. XII საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსული აცტეკები მეხიკოს ველზე შეიჭრნენ და დამკვიდრდნენ, აითვისეს მისი ძველი მოსახლეობის —ტოლტეკების, საპოტეკებისა და მიშტეკების მაღალი კულტურა და XIV საუკუნეში დააარსეს ქ. ტენოჩტიტლანი(ახლანდელი ქ. მეხიკო). აცტეკებმა თავის მრისხანეობვით და დაუდობლობით, მოახერხეს ამ ჩამონათვალში მოხვედრა! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1593 11-ს მოსწონს |
სამწუხაროდ აქ ლინკის დადებაზე დაბლოკვაა.
პ.ს
ისე რომ იცოდე ისფაჰანის ტარუღები და შაჰების პირადი დაცვა მუდამ ქართველებისაგან შესდგებოდა.
არაბული და სპარსული წყაროებით დასტურდება.