სისხლის სამართალი ნიუ-იორკში მანიაკმა ფიტნეს-ვარსკვლავი კარინა ვეტრანო მოკლა 2016, 7 აგვისტო, 11:03 პოპულარული ბლოგერი და ფიტნეს ვარსკვლავი კარინა ვეტრანო გარდაცვლილი იპოვეს ქუინს-გეტევეის პარკში, მეტროსადგურ ჰაუარდ-ბიჩის სიახლოვეს, იუწყება New York Post-ი. როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, გოგონა ჯერ გააუპატიურეს და შემდეგ გაგუდეს.მანიაკი გოგონას იმ დროს დაესახა თავს, როდესაც ის თავის ყოველდღიურ გარბენას ასრულებდა საკუთარი სახლის სიახლოვეს. საერთოდ გოგონა მამასთან ერთად დარბოდა ხოლმე, თუმცა იმ დღეს მამას წელი ასტკივდა, რის გამოც მარტოს მოუწია სირბილი. თითქოს მამას გულმა უგრძნოო, სთხოვა თავის ქალიშვილს იმ დღეს მარტო არ წასულიყო პარკში, თუმცა არ დაუჯერა.როდესაც ქალიშვილმა დააგვიანა მამა შეშფოთდა, ურეკავდა ტელეფონზე, მაგრამ გოგონა არ პასუხობდა.ამის შემდეგ მან თავის ახლობელ პოლიციელს დაურეკა და მასთან ერთად გოგონას საძებნად პარკში გაემართა. გზადაგზა ტელეფონზე რეკავდნენ, მალე სიგნალის ხმა გაიგეს, მიყვნენ ხმას და კარინოს ტელეფონი იპოვეს, იქვე ბუჩქებში გოგონას ნაწამები გვამიც აღმოაჩინეს. როგორც გამოძიება ვარაუდობს მკვლელმა გოგონას მუდმივი დღის რეჟიმი ბლოგის მეშვეობით გამოთვალა. Instagram-ზე ფიტნეს ვარსკვლავს 12 000 ხელისმომწერი ჰყავდა.მან გახდომის თავის მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ძალიან პოპულარული იყო მომხმარებლებში. 4 თვის წინ ის დააჯილდოვეს მედლით "სპარტანულ რბოლებში" მონაწილეობის გამო. ამის გარდა გოგონამ დაწერა მოთხრობა "51 დარტყმა", რომელშიც მოთხრობილა მანიაკ ჩარლზ მენსონის მხეცური მკვლელობების შესახებ. 2013 წელს კარინას სიუჟეტის მიხედვით გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი "პარადოქსი", სადაც ერთ-ერთ როლს თავად კარინაც ასრულებდა. 733 7-ს მოსწონს 1-ს არა
|