საზოგადოება ცხოვრებისეული კურიოზები ნაწილი2 2016, 5 აგვისტო, 14:52 "წაუსწრეს"
2 ბიძაშვილი მყავდა. ვიყავით აგარაკზე. მეორე ბიძაშვილი ძალიან პატარა იყო და "მანეჟში" (არ ვიცი ქართული სიტყვაა თუ არა) იყო. ამ ჩემმა პირველმა ბიძაშვილმა გადაწყვიტა ჩასულიყო მასთან, თანაც არა ერთხელ ჩადიოდა. წარმოგიდგენიათ? 7 წლის ბავშვი "მანეჟში"! მიუხედავად ამისა, კარგად ერთობო და ორივე. ჰოდა, დედაჩემმა გადაწყვიტა აივნის კარი და შემოსასვლელი კარი გაეღო და განიავებულიყო სახლი. გაისმა ხმა. კარის მეზობლები იყვნენ. გააღეს კარი და დაინახეს ამხელა ბავშვი როგორაა ჩასული პატარა ბავშვთან "მანეჟში". კიდევ კარგი არ დასცინეს. მეზობლები სულ სამნი იყვნენ: ცოლ-ქმარი და პატარა შვილი(4-5 წლისა ან ოდნავ ნაკლები). ჯერ გამოვიდა დედა და შვილი. დიდხანს უყურებდნენ ამ ჩემს ბიძაშვილს და შემდეგ წავიდნენ. 10 წამში გამოვიდა მამაც და დაინახა ჩემი ბიძაშვილი, რომელიც ვითომდა იმალებოდა(მან ვერ მოასწრო ამოსვლა და ჩემი პატარა ბიძაშვილის უკან მიიკუნტა). ცხადია ის პატარა ვერ დამალავდა 7 წლის "თოთოს". კაციც უყურებდა, ბოლოს კი წავიდა. რამდენიმე წუთი ისე ვიცინოდით, რომ ვერც ამოვისუნთქეთ. ამ კურიოზებს იმიტომ ვწერ რომ გაგამხიარულოთ, კარგ ხასიათზე დაგაყენოთ და ა.შ. 316 5-ს მოსწონს 1-ს არა
|