x
image
პლატონ ჭიაბრიშვილი
თქვი უარი!
სასაცილო ისტორია(სინამდვილეა).


ზაფხულის მშვენიერი დღე იყო, პატარა ვიყავი.... დედა ტანსაცმლის საყიდლად წასულიყო, მე ბებოსთან დავრჩი. როცა დედა დაბრუნდა, რამდენიმე წუთში კარზე კაკუნი გაისმა და შემოვიდა კაცი, რომელიც რუსულად მეტყველებდა (ქართულად დავწერ მის ნალაპარაკევს).

- გამარჯობა! - მიესალმა უცნობი.

- გაგიმარჯოს! - უთხრეს დიდედამ და დედამ.


- მე თეთრეულს ძალიან იაფად ვყიდი, გნებავთ? - შეეკითხა კაცი.

- დიახ, თანაც სასაჩუქრედ გამოგვადგება. - უპასუხა ბებომ. - ის პატარა გვინდა!

- კარგით.

მე ძალიან ხშირად შევდიოდი სამზარეულოში, კარს ვიხურავდი და ჩუმად ვიცინოდი. აი, რატომ: პირველი - უცნობმა რაღატომღაც რამდენიმეჯერ თქვა მოლდოველი ვარო, მეორე - პირჯვარს უამრავჯერ იწერდა (მგონი იმიტომ, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და კარგად ამოეყიდა, თანაც გავიგე მოლდოვეთი ქრისტიანული სახელმწიფოა.), მესამეც - დედაჩემს ეძახდა "დაო"-ს, ხოლო ბებოს "დედა"- ს.


ბოლოს თავი ხელში ავიყვანე და გავედი. დედას და ბებოს რამდენიმე ეყიდათ, მოლდოველი კი ეხვეწებოდა, ბარემ ყველა იყიდეთ, რომ შევიძინო საწვავი და სამშობლოში წავიდეო.

- უკაცრავად, მაგრამ არ გვაქვს ფული, ფიზიკურად არ გვაქვს! - იცრუა დიდედამ.

- კი, მაგრამ ეს ხომ ძალიან იაფია, ამ ყველაფერს 110 - ად გაგატანთ. - ეხვეწებოდა კაცი.

- 100 - ად ვერა? - იკითხა დედამ.

- ვერა, ვერა, "დაო", არ მეყოფა საწვავისთვის, გთხოვთ იყიდეთ, რა... - ევედრებოდა მოლდოველი.

- არ გავქვს და... - უპასუხა ბებომ და უცბად, თვალის დახამხამებაში, ეცა მოლდოველი და დიდედას ხელზე აკოცა! ყველას ისე გაგვეცინა! ( რას არ კადრულობდა)

- კარგი, ხომ მოვიტან ფულს და ვიყიდოთ ყველა, ძალზედ იაფია! - გადაწყვიტა ბებიამ.

მან ფული გამოიტანა და მოლდოველს გადასცა. კაცმაც დალოცა ოჯახი და დაემშვიდობა.




***

- თქვენ უბრალოდ, უარის თქმა არ შეგიძლიათ, რაში გჭირდებათ? - ვჯავრობდი მე.

- კარგი, რა... გავაჩუქებთ და ჩვენც ვიხმართ... - იპოვა უცბად გამოსავალი დედამ.

- ღარიბი, რომ მოვიდეს და სახლი მაჩუქეო გითხრას, აჩუქებ? - შევეკითხე მათ.

- მართლაც სიიაფე იყო, ვერსად ასე ვერ იყიდი, საშინელი ფასებია. - თქვა დიდედამ.

- კარგი კი არის, მაგრამ ეგ კაცი, მაგალითად, რომ წავა თურქეთში, ალაჰს დაიფიცებს, ეგ ისეთი კაცია... - აზრი გამოთქვა დედამ.

- არათეთრეული
მგონია, ჯვარი ეკეთა და... - უპასუხა ბებომ.

- კარგი ერთი, ისე უბრალოდ მოიხსნის სხვაგან... - სიცილით დაამატა დედამ.

- დედა, მგონი დაგავიწყდა ეკონომიკა (ის ეკონომისტი იყო.). - ვუთხარი მე. - პაპა გაგიჟდება (პაპაც ეკონომისტი იყო.)

- არა, სხვათაშორის! მას უყვარს ასეთი რაღაცები. – "დამამშვიდა" დიდედამ".


დიდხანს დავცინოდი მათ და ყველა ვიცინოდით...



***

როცა მათთან მეორედ ჩავედი, აღმოჩნდა პაპას მოსწონებოდა. კიდევ ერთი-ორი სიტყვა ვახსენეთ იმ ამბავზე და ტკბილ მოგონებად დარჩა.


0
242
8-ს მოსწონს
ავტორი:პლატონ ჭიაბრიშვილი
პლატონ ჭიაბრიშვილი
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0