სხვა ბარაკ ობამას უმცროსი ქალიშვილი რესტორანში მოლარედ და დამლაგებლად მუშაობს 2016, 5 აგვისტო, 14:49 ამერიკულმა პრესამ გაარკვია თუ როგორ ატარებენ ზაფხულს აშშ-ს პრეზიდენტის ქალიშვილები.სანამ უფროსი გოგონა მარია მუსიკალურ ფესტივალს სტუმრობს და ერთობა, ამასობაში უმცროსმა ქალიშვილმა საშამ გადაწყვიტა საზაფხულოდ რესტორანში ემუშავა.
გოგონა ობამების საყვარელ თევზის რესტორან "Nancy’s"–ში მოლარედ და დამლაგებლად მუშაობს, იუწყება Boston Herald-ი. ნატაშას სამუშაო დღე 7:30 წუთზე იწყება და გრძელდება 11:30 წუთამდე.რესტორანი 11 საათზე იღება.გოგონა სალარო აპარატთან მუშაობს, მანამდე მომხმარებლებისთვის ამზადებს რესტორანს, ალაგებს და ასუფთავებს მაგიდებს. როგორც გამოცემა იუწყება რესტორნის სიახლოვეს მუდმივად მორიგეობს უსაფრთხოების სამსახურის 6 თანამშრომელი. "Nancy’s" -ი, რომელიც კუნძულ მარტას-ვილიარდზე მდებარეობს ობამების საყვარელი რესტორანია, ისინი ყოველ ზაფხულს რეგულარულად სტუმრობენ ხოლმე შვებულების დროს. ბარაკ და მიშელ ობამები აღნიშნავენ, რომ მათი ქალიშვილები სხვა გოგონების მსგავსად საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. 237 8-ს მოსწონს 1-ს არა
|