რელიგია რა არის სული და რატომ მოდის ის დედამიწაზე? 2016, 1 ნოემბერი, 17:03 დიდმა ეგვიპტელმა ბრძენმა, სახელად ტოტმა, რომელსაც ბერძნები ჰერმესს ეძახდნენ, მსოფლიო წარღვნის წინ, მოასწრო და ჩაწერა თავისი მოსაზრებები ცოდნის ყველა დარგის მიმართულებით (მედიცინა, ქიმია, იურისპრუდენცია, ასტრონომია, მუსიკა, რიტორიკა, მაგია, ფილოსოფია, გეოგრაფია, მათემატიკა (განსაკუთრებით გეომეტრია), ანატომია და ორატორის ხელოვნება). იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია უღირსი ადამიანების ხელში არ მოხვედრილიყო, მან ტექსტი დაშიფრა: «მომავალი თაობის ბრძენი ადამიანები იპოვიან საშუალებას და გაშიფრავენ ჩანაწერებს, ხოლო სულელები ვერაფერს გაიგებენ» – ამბობდა ჰერმესი. მოგვიანებით, ამ ჩანაწერებს, ავტორის საპატივცემულოდ, ხალხმა ჰერმეტულები უწოდა, რაც «დაკეტილებს» ნიშნავს. ამ წიგნებს ჩვენამდე არ მოუღწევია. მაგრამ, ძველ დროში და შუა საუკუნეებში, ახსენებდნენ წიგნებს, ამბობდნენ ციტატებს და აფორიზმებს, რომლის ავტორადაც, ჰერმესს მოიხსენიებდნენ. მაგ., კლიმენტ ალექსანდრიელი (140 - 215 წწ.) ამბობდა, რომ მას წაკითხული ჰქონდა ჰერმესის 42-ვე მონუსკრიპტი. ის აღნიშნავდა, რომ ამ ნაშრომებში უამრავი თემა იყო განხილული, ყველაზე უმთავრესი კი ის იყო, რომ ჰერმესმა პასუხი გასცა კითხვას, რომელიც კაცობრიობისთვის ხანგრძლივი დროის მანძილზე, ამოუხსნელ საიდუმლოს უკავშირდებოდა: რა არის სული და რისთვის ცხოვრობს ის დედამიწაზე? და მაინც, რისი თქმა უნდოდა ჰერმესს ამ იგავით? – კითხულობს კლიმენტი და იქვე განმარტავს: «ჰერმესს ამით იმისი თქმა უნდოდა, რომ სული, ადამიანის სახით, იმისთვის მოდის დედამიწაზე, რომ ღმერთისადმი და სხვა ადამიანებისადმი სიყვარულის ლამპარი ენთოს. ამ სიყვარულის სახელით გაკეთებული კეთილი საქმეები კი – ლამპარში ზეთის ჩამატებას ნიშნავს». ამრიგად, ჰერმესის მტკიცებით და კლიმენტ ალექსანდრიელის განმარტებით, სული დედამიწაზე სიყვარულისთვის და კეთილი საქმეების კეთებისთვის მოდის და რაც უფრო მეტ სიკეთეს გასცემს ადამიანი, მით უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე რჩება მისი სული დედამიწაზე. 2122 17-ს მოსწონს 1-ს არა
|