სხვა ყველაზე დიდი ძაღლი მსოფლიოში?გინესის რეკორდების წიგნის ახალი კანდიდატი 2016, 3 აგვისტო, 12:05 უზარმაზარი დანიური ნაგაზი შესაძლოა გახდეს გინესის წიგნის ახალი რეკორდსმენი.უკანა თათებზე დგომის დროს მისი სიმაღლე 2 მეტრი და 13 სანტიმეტრია.
სამი წლის მაიჯორის პატრონები არიან ბრაიან და ჯული უილიამსები სამხრეთ უელსიდან.მათი განცხადების გარეგნულად ძაღლი ნამდვილად შიშისმომგვრელია, თუმცა სინამდვილეში ძალიან წყნარია და უწყინარი.
დივანზე ჩამოჯდომის დროს მაიჯორი ერთი თავით მაღალია თავის პატრონებზე.ძაღლის წონა 76 კილოგრამია, კვების რაციონი სპეციალური დიეტისგან შედგება.ესაა ძირითადად ქათმისა და ბრინჯის ულუფა.უზარმაზარი ნაგაზს დღე-ღამის უმეტესი პერიოდი სძინავს.ამისთვის მას სპეციალურად მატრასი აქვს გამოყოფილი. უილიამსების ოჯახი გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალურ წარმომადგენლებს ელოდება.მათ მაიჯორის გარდა კიდევ ორი ძაღლი უნდა ნახონ.ამის შემდეგ გამოვლინდება მსოფლიოს უდიდესი ძაღლი. ბრაიან უილიამსი:"ის ყველაზე დიდი გულის პატრონია მსოფლიოში.არაჩვეულებრივი ძაღლია, ხალხს ძალიან უყვარს, მთელი დღე მათთან თამაშობს.ლეკვი იყო, როდესაც ვიყიდეთ და მას შემდეგ ჩვენთან არის. თავის თავის ბატონ-პატრონია, ვაძლევთ სრულ თავისუფლებას, არ ვუშლით ხელს თუ სეირნობა მოუნდა.ერთი ეგაა საკუთარი ჩრდილის ეშინია.ბავშვებთან შესანიშნავად იქცევა და ღირსეულად უჭირავს თავი.ძაღლს ბევრი ბედნიერება მოაქვს, მაიჯორი ადვილი მოსავლელია, შესანიშნავი ხასიათი აქვს და არასდროს გვიქმნის პრობლემებს". მსოფლიო რეკორდისთვის მაიჯორს ორი ძაღლი ეპაექრება: ესაა ფრედი ესექსის საგრაფოდან(დიდი ბრიტანეთი) და როკო შტატი ნევადიდან(ამერიკის შეერთებული შტატები). წინა გინესის წიგნის რეკორდსმენი, ყველაზე მაღალი ძაღლი მსოფლიოში, სახელად ჯორჯი სამი წლის წინ გარდაიცვალა, არიზონაში(აშშ).მისი სიგრძე ნიდაოში 109 სანტიმეტრი იყო, ხოლო წონა 108 კილოგრამი.(ფოტოზე) 173 6-ს მოსწონს 1-ს არა
|