სხვა "ისინი უბრალოდ ლოთები არიან"-დუმის დეპუტატს სურს აიკრძალოს "დედ მაროზი" გამოძახებით 8 ნოემბერი, 16:01 სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის თქმით, ამ როლს ნებისმიერი მამაკაცი ადვილად გაუმკლავდება.
ახალი დღე - ახალი ინიციატივა ვიტალი მილონოვისგან. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი "დედ მაროზის( თოვლის ბაბუების) წინააღმდეგია, უფრო სწორედ იმათ წინააღმდეგ, ვინც ზღაპრის პერსონაჟში გამოწყობილი ბავშვს ულოცავს ახალ წელს. მილონოვის თქმით, ეს იგივე თოვლის პაპები ჩვეულებრივი ლოთები არიან, რომლებიც მუშაობის დასასრულამდე ღორებივით ტყვრებიან და ასეთი ზღაპრული პერსონაჟი არანაირ სარგებელს არ მოუტანს ბავშვს. ამ როლის შესრულება შეუძლია ნებიმიერ მამას ან ან უბრალოდ ოჯახის ნათესავს, შეგიძლიათ უბრალოდ იყიდოთ სანტა კლაუსის კოსტუმი და არ დახარჯოთ ფული ანიმატორებისთვის. "დედ მაროზი" ჩვენი ტრადიციული პერსონაჟია, ეს არის რუსული ტრადიციების და წმინდა ნიკოლოზის სიმბიოზი, მისი არაფრით ჩანაცვლება არ არის საჭირო. შეგიძლიათ იყიდოთ ან სულაც იქირავოთ სანტა კლაუსის კოსტუმი და თავად ოჯახი განსაზღვრავს ოჯახის რომელი წევრი გაემგზავრება ნათესავების მოსანახულებლად. მას ხომ წვერები და ქუდი აქვს. უფრო იაფია ჯდება სანტა კლაუსის კოსტუმის შეძენა და საყვარელი ადამიანების მონახულება. მე არ ვენდობი ყველა "დედ მაროზს" - ბევრი მათგანი უბრალოდ თვრება, იმ დონემდე, რომ ცვლას ბოლომდე ვერ ამთავრებენ. ხალხის მოთხოვნები გაიზარდა და მათ არ სურთ იხილონ ადამიანი, რომელიც მოვა, ალკოჰოლის სუნით აქოთებული და რაღაცას იბჟუტურებს, მათ სურთ ნახონ ნამდვილი არტისტები“, - განაცხადა ვიტალი მილონოვმა რადიოსადგურ "Говорит Москва“-ში. 107 2-ს მოსწონს
|