x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჰოლანდიელი მამაკაცი 10 დღე ელოდა აეროპორტში გოგონას გაცნობის საიტიდან
imageჰოლანდიელი მამაკაცი 10 დღე ელოდებოდა ჩინეთის აეროპორტში გოგონას, რომელიც ინტერნეტით გაიცნო.


მამაკაცმა ჩინელი გოგონა, რომლის სახელია ჩჟანი, ორი თვის წინ გაიცნო ერთ-ერთი გაცნობის საიტის მეშვეობით.წყვილს ორი თვის განმავლობაში ჰქონდათ მუდმივი მიმოწერა.

უცებ ალექსანდრე კირკმა გადაწყვიტა სიურპრიზი გაეკეთებინა თავის ინტერნეტ-შეყვარებულისათვის და გადაწყვიტა ჩინეთში გაფრენა, იმისთვის, რომ პირადად გაეცნო გოგონა.მან იყიდა თვითმფრინავის ბილეთი, გადაუღო ფოტო და ჩჟანს გაუგზავნა.

image


თუმცა, როგორც ჩანს სიურპრიზი გოგონას არ მოეწონა, აეროპორტში ჰოლანდიელს არავინ დახვდა.ის ურეკავდა ჩჟანს, წერდა სმს-ებს, თუმცა არავინ პასუხობდა.


10 დღე ელოდა აეროპორტში მამაკაცი თავის ინტენრეტ-შეყვარებულს, საბოლოოდ დასუსტებული და გამოფიტული ალექსანდრე კირკი ჰოსპიტალში ექსტერნად გადაიყვანეს.


ჟურნალისტებმა იპოვეს გოგონა და კითხვაზე თუ რატომ გაუკეთა იგნორირება მამაკაცს, მან ასეთი პასუხი გასცა:"თვითმფრინავის ტალონის ფოტო ხუმრობა ეგონა და სერიოზულად არ მიუღია და მეორეც, აღარ სურდა მასთან საკმაოდ მომაბეზრებელი ურთიერთობა."

image


0
355
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0