
ალბათ ბევრს აინტერესებს, რაში სჭირდება ყველასათვის ცნობილ სუპერმოდელს მზისგულზე თავზე შემოხვეული ფოლგით გამოსვლა? პასუხი ძალიან მარტივია. იმისათვის, რომ ძლიერი, ჯანმრთელი და ბზინვარე თმა გქონდეთ სულაც არ არის აუცილებელი ძვირადღირებულ სალონებში სიარული. ფოლგის ქუდის მეთოდი, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე წარმატებული მოდელი იყენებს, მართლაც რომ გენიალურია.

მზეზე გასვლამდე, დაბანილ და გამშრალ თმაზე ირინა სამკურნალო ნიღაბს ისმევს და თავზე ფოლგას იხურავს.

მთელი საიდუმლო თერმოეფექტშია: სითბოს მოქმედებით თმის ფორები იხსნება და აქტიურ კომპონენტებს ღრმად შეღწევის საშუალებას აძლევს.
რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ეს შეიძლება ცოტა სასაცილოდაც ჩანდეს, მაგრამ ამგვარ პროცედურას ყველაზე გამომშრალი და დაზიანებული თმის გაცოცხლებაც კი შეუძლია, რაზეც ნამდვილად მეტყველებს შეიკის ულამაზესი კუულები.
