საბუნებისმეტყველო ჯოჯოხეთის კარიბჭე დედამიწაზე... უკვე 44 წლისაა!!! 2016, 2 აგვისტო, 12:29 ჯოჯოხეთის კარიბჭე — ბუნებრივი აირის საბადო თურქმენეთში, აჰალის პროვინციის სოფელ დერვაზაში. წარმოადგენს ბუნებრივი აირის წყაროს, რომელიც შეუწყვეტლად იწვის, მას შემდეგ რაც პირველად აანთეს საბჭოთა ნავთობქიმიკოსებმა 1971 წელს. დამწვარი გოგირდის მომწამლავი სუნი ვრცელდება ახლო მდებარე არეში. ყარაყუმის უდაბნო, რომელიც მდებარეობს თურქმენეთის ტერიტორიაზე, უკავია ქვეყნის 70%. უდაბნოს პოპულარობა სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმების მსგავსობიდანაა გამომდინარებული. მდებარეობს სოფელ დერვაზაში, რომელიც თავის მხრივ, მდებარეობს ყარაყუმის უდაბნოს შუაგულში აშხაბადიდან 260 კმ ზე ჩრდილოეთით. აირის საბადო ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში. სახელი „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ უწოდეს ადგილობრივებმა, რაც დაკავშირებულია ცეცხლთან მდუღარე ტალახთან და ცეცხლის ალთან. ამ კარიბჭის კრატერის დიამეტრი 70 მეტრია. ეს საბადო 1973 წელს აღმოაჩინეს საბჭოთა მეცნიერებმა, ყარაყუმის ტერიტორიაზე, რომელიც 350 კვადრატული კილომეტრის ფართობისაა. თუ ყარაყუმის "ჯოჯოხეთის კარიბჭის" შესახებ ინფორმაციას არ ფლობთ, მაშინ პირველივე დანახვაზე ყველას აზრად მხოლოდ ერთი რამო მოსდის - მეტეორიტი! თუმცა ეს აბსურდია, რადგან ეს საშინელი სანახაობა ხელოვნურადაა გაკეთებული. წელს თურქმენეთში, კერძოდ ყარაყუმის უდაბნოში მდებარე "ჯოჯოხეთის კარიბჭე" 44 წლის გახდა. საბადოს პოვნის შემდეგ დაიწყეს აირის შენახვა, მაგრამ მიწა მთელი სათხრელი მოწყობილობისა და ბანაკის ქვეშ ჩაინგრა დიდ კრატერში და გაუჩინარდა. ამ ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. თუმცა დიდი რაოდენობით მეთანის აირი გამოთავისუფლდა და შექმნა გარემოს დაბინძურების პრობლემა, რომელიც პოტენციური საფრთხე იყო ახლომახლო მცხოვრები ხალხისთვის. დღესდღეობით, "ჯოჯოხეთის კარბიჭესთან" ყველაზე ახლომდებარე სოფელ დერვეზეში მხოლოდ 350 ადამიანი ცხოვრობს.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 673 9-ს მოსწონს
|