x
image
მანჩო 777
რვა ყველაზე გიგანტური ობიექტი სამყაროში
უძველესი პირამიდები, თითქმის ნახევარი კილომეტრი სიმაღლის კოშკი დუბაიში, გრანდიოზული ევერესტი-ამ ბუმბერაზი ობიექტების ერთი შეხედვაც კი სუნთქვას გვიკრავს და რაღაც საოცარი გრძნობით გვავსებს, მაგრამ სამყაროში არსებულ მართლაც უზარმაზარ ობიექტებთან შედარებით ისინი მიკროსკოპულად პატარები მოგეჩვენებათ.


image


მაშ ასე, დღევანდელ პოსტში საუბარი გვექნება სამყაროში არსებულ რვა ყველაზე დიდ ობიექტზე.


ყველაზე დიდი ასტეროიდი



image

დღეისთვის ყველაზე დიდ ასტეროიდად სამყაროში ითვლება ცერერა. მისი მასა ასტეროიდების მთელი სარტყელის მასის თითქმის მესამედს შეადგენს, ხოლო დიამეტრი 1000 კილომეტრს. ასტეროიდი იმდენად დიდია, რომ მას ხშირად "ნამცეცა პლანეტასაც უწოდებენ.



ყველაზე დიდი პლანეტა სამყაროში


image

ჰერკულესის თანავარსკვლავედში მდებარეობს პლანეტა TRES4, რომლის ზომები მზის სისტემის ყველაზე დიდ პლანეტა იუპიტერზე 70% -ით მეტია. თუმცა TRES4-ის მასა იუპიტერის მასაზე მცირეა იმის გამო, რომ ის თავის მზესთან ძალიან ახლოს მდებარეობს და მთლიანად აიროვანი მასისგანაა წარმოქმნილი.

სურათზე: მარცხნივ პლანეტა იუპიტერი, მარჯვნივ TRES4.



ყველაზე დიდი ვარსკვლავი


image

2013წლს ასტონომებმა აღმოაჩინეს KY, დღეისათვის ყველაზე დიდი ვარსკვლავი სამყაროში. ამ სუპერგიგანტის რადიუსი 1650-ჯერ მეტია მზის რადიუსზე.


ყველაზე დიდი შავი ხვრელი


image

ფართობის მიხედვით შავი ხვრელები არც ისე დიდი ზომის არიან, მაგრამ თუ მათ მასას გავითვალისწინებთ, ისინი ყველაზე დიდი ობიექტებია სამყაროში. ყველაზე დიდი შავი ხვრელი კვაზარია, რომლის მასა 17 მილიარდჯერ (!) მეტია მზის მასაზე. ეს უზარმაზარი შავი ხვრელი მდებარეობს NGC 1277- გალაქტიკის ცენტრში და მისი მასა 14%-ით მეტია, ვიდრე მთელი მზის სისტემის მასა.


ყველაზე დიდი გალაქტიკა


image

ეგრეთ წოდებული "სუპერგალაქტიკა"- ესაა ერთად თავმოყრილი რამოდენიმე გალაქტიკა, რომლებიც ერთმანეთის გვერდით არიან განლაგებული და ერთ გალაქტიკას ქმნიან. მათგან ყველაზე დიდია IC1101, რომელიც 6-ჯერ მეტია იმ გალაქტიკაზე, სადაც ჩვენი მზის სისტემა მდებარეობს. IC1101-ის სიგრძე 6 მილიონი სინათლის წელია. შედარებისათვის: ირმის ნახტომის სიგრძე 100 ათას სინათლის წელს შეადგენს.


შეპლის კრატერი


image
შეპლის კრატერი-ესაა გალაქტიკების ჯგუფი, რომლის სიგრძე 400 მილიონი სინათლის წელია. ირმის ნახტომი 4000-ჯერ მცირეა, ვიდრე ეს სუპერგალაქტიკა. შეპლის კრატერი იმდენად დიდია, რომ დედამიწაზე არსებულ ყველაზე სწრაფ კოსმოსურ ხომალდს მის გადასაკვეთად ტრილიონი წელი დასჭირდებოდა.


კვაზარების ჯგუფი Huge-LQG


image

კვაზარი (ინგლ. quasar, შეკვეცილი QUASi stellAR radio source — «კვაზივარსკვლავური რადიოწყარო») — გარეგალაქტიკური ობიექტების კლასია, რომლებიც გამოირჩევიან ძალიან მაღალი ნათებით და ისეთი მცირე კუთხური ზომით, რომ აღმოჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კი ვერ ანსხვავებდნენ წერტილოვანი წყაროებისაგან - ვარსკვლავებისაგან. მათი უზარმაზარი დაჯგუფება აღმოჩენილი იქნა 2013 წელს და ის დღესდღეობით ყველაზე დიდ ობიექტად ითვლება სამყაროში. Huge-LQG-ესაა 73 კვაზარისაგან შედგენილი კოლექცია. ის იმდენად დიდია, რომ მის გადაკვეთას სინათლის სიჩქარით ერთი ბოლოდან მეორემდე 4 მილიარდი წელი დასჭირდებოდა. ამ გრანდიოზული კოსმოსური ობიექტის მასა 3 მილიონჯერ მეტია მთელი ირმის ნახტომის მასაზე. Huge-LQG გრანდიოზულობა ამსხვრევს აინშტაინის მთავარ კოსმოლოგიურ პრინციპს: ''სამყარო ყოველთვის გამოყურება ერთგვაროვნად, იმის მიუხედავად, თუ სად იმყოფება დამკვირვებელი''.


კოსმოსური ბადე


image

სულ ცოტაოდენი ხნის წინ ასტრონომებმა აღმოაჩინეს გასაოცარი რამ: კოსმოსური ბადე, წარმოქმნილი გალაქტიკების დაჯგუფებებით და გარშემორტყმული შავი მატერიით, რომელიც გიგანტურ აბლაბუდას წააგავს. მაინც რამხელაა ეს სამგანზომილებიანი ბადე? - შედარებისათვის: ჩვენი გალაქტიკა რომ მზესუმზირის მარცვლის ოდენა ყოფილიყო, მაშინ ეს ბადე უზარმაზარი სტადიონის ტოლი იქნებოდა.



p.s. შთამბეჭდავი ციფრები და ზომებია, არა? როცა ასეთ გიგანტებზე ვსაუბრობთ, ადამიანებს უსუსურობის გრძნობა გვიჩნდება და უნებურად გვებადება კითხვა: ვინ ვართ ჩვენ, ეს ნამცეცა არსებები, გადაკარგულნი კოსმოსის უკიდეგანო სივრცეში?

ძალაუნებურად მახსენდება ასტრონომ კარლ საგანის მხატვრული გამონათქვამი: "ჩვენ ვგავართ ფარვანა-პეპლებს, ერთი დღით მოვლენილებს ამქვეყნად და იმ იმედით აღსავსეს, რომ სწორედ ესაა მარადისობა".


5
408
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
408
  
2016, 2 აგვისტო, 13:38
ბოდიშს გიხდით, მექანიკური შეცდომაა: მისი მასა მთელი გალაქტიკის მასის 14%-ს შეადგენს-თქო-ასე უნდა მეწეროს..
2016, 2 აგვისტო, 13:17
შავი ხვრელის მასა თუ 17 მილიარდჯერ მეტია მზის მასაზე,მაშინ ის ვერ იქნება 14%ით მეტი მზის სისტემის მასაზე რადგან მზის მასა მზის სისტემის მასის 99%-ია.
2016, 2 აგვისტო, 11:07
არაფრის ქალბატონო მანჩო :D:D:D
2016, 2 აგვისტო, 11:03
დიდი მადლობა კომპლიმენტისათვის, ბატონო ალექს:)
2016, 2 აგვისტო, 11:01
რა უცხო, რა კარგი და რა უძლიერესი სტატიაა ქალბატონო მანჩო. აღფრთოვანებული ვარ ძალიან მომეწონა.... ნიჭიერო
0 1 5