საზოგადოება "ნეტავ სად მიდიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ?" - ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური პოსტი 2016, 1 აგვისტო, 12:00 მთელი საქართველო შეძრა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე რამოდენიმე დღის წინ მომხდარმა ავტოავარიამ, რომელსაც სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ადგილზე დაიღუპა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი: ნუცა კალანდარია და გიორგი პაპასკირი და მათ მეგობარი გოგონა ანა ჩხაიძე. ოთხი ადამიანი კი მძიმე ტრავმებით ქუთაისის ინტენსიური მედიცინის ცენტრში იქნა მოთავსებული. სამწუხაროდ, ექიმების მცდელობის მიუხედავად, ერთი მათგანი, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ანა ბუაძე, ოთხი შვილის დედა, გუშინ გარდაიცვალა.
ამ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს: ''ნეტავ სად მიდიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ. საკმარისია ვიღაცის გარდაცვალების ამბავი გავიგო და ისევ ეს კითხვა.... მერე ეს აკვიატებული კითხვა მაშინებს, ვეშვები და ისევ თავიდან.... ბოლო პერიოდში იმდენი წავიდა იქ, სადღაც რომ თითქმის ყოველ დღე მაწუხებს აკვიატებული კითხვა. სანდრომ გამიმძაფრა, მერე ის ულამაზესი წყვილი, შემდეგ გოგო! ისევ ცუდი ამბავი. იქნებ სულაც არაა ცუდი ეს ამბები და იქ ჯობია, სადაც ისინი მიდიან! არ შეიძლება ამდენი უსამართლო ამბავი ხდებოდეს!! რაღაც, სადღაც გრძელდება! სხვანაირად წარმოუდგენელია!'' - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 852 9-ს მოსწონს |
ხო, მითმეტის ცოდნის შანსი გაქვს, გამოიყენებ ამ მოტენციალს თუ არა ეგ სხვა საკითხია.
მართალი ბრძანდებით. / უვიცი თავისი განცხადებიდან გამომდინარე ნანუკა ჩანს, ჩემს მიერ ჩამოთვლილი თვალსაზრისები არ გაუგია ან არ წაუკითხავს, ან შეიძლება, არ იზიარებს სიბნელის და მტკიცებულებების არ ქონის გამო და შეიძლება, მე ვარ სიბნელეში, ვიჯერებ მცდარ აზრებს, სისულელებს იმას, რომ სიკვდილი არა დასასრული, არა გამორიცხული. კაროჩე გავარია ეთიკა და ზნეობრივი ნორმები იცოდე, სხვა ყველაფერი წყალსაც წაუღია! :)
რომელიმე სფეროში ქართულის ცოდნით განსაზღვრულ ცოდნას მიღებ, უცხო უნის გარეშე უბრალოდ მეტს ვერ გაიგებ, ვერ განვითერდები. ასე არა?