სხვა გოგონა,რომელიც დედამ ტელეფონის ჯიხურში მიაგდო, თავის გადამრჩენელი 22 წლის შემდეგ იპოვა 2016, 1 აგვისტო, 9:15 კაირინ შეიხი ერთი დღის დაბადებული იყო, როდესაც დედამ ლონდონის ერთ-ერთ ტელეფონის ჯიხურში მიატოვა.ეს მოხდა 1994 წლის 30 აპრილს.
ვინ იცის როგორ განვითარდებოდა გოგონას ბედი, რომ არა ჯიხურთან მისული 30 წლის მამაკაცი ჯო კემბელი."გვიანი ღამე იყო, დასარეკად შევედი ჯიხურში-იხსენებ ჯო-ძირს რაღაც ჩანთა შევნიშნე, შიგნით რაღაც მოძრაობდა, გავხსენი და აღმოვაჩინე ჩვილი ბავშვი, მაშინვე 999-ზე გადავრეკე." მამაკაცმა ექიმებს გადასცა სიკვდილთან მებრძოლი ჩვილი გოგონა. 22 წლის შემდეგ კაირინმა გაზეთში გამოქვეყნებული განცხადების საშუალებით მოძებნა თავისი მხსნელი.შეხვედრა ძალიან ემოციური იყო და გულგრილი ვერავინ დატოვა, ვინც იმ შეხვედრას ესწრებოდა. ფოტოზე: კაირინ შეიხი და ჯო კემბელი 22 წლის წინ. ჯოს გოგონას შვილად აყვანაც უნდოდა, მაგრამ ნება არ დართეს, რადგან მაშინ იგი უცოლო იყო. 22 წლის შემდეგ კაირინმა გადაწყვიტა თავისი მხსნელი მოეძებნა, თუმცა ზუსტად მისი სახელი და გვარიც არ ახსოვდა. კაირინს გაუმართლა.ჯო კემბელს გაზეთი მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ აჩვენა და უთხრა, რომ მგონი მასზეა საუბარი. ჯოს გაუხარდა, როცა გაიგო, რომ გოგონა ჯანმრთელია და მისი ცხოვრება წარმატებული აღმოჩნდა. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მისი მოძებნა შევძელი, ჯო ჩემი გმირია"-აღნიშნა კაირინმა. კაირინს გადაწყვეტილი მოძებნოს ბიოლოგიური დედაც:"არ ვარ მასზე გაბრაზებული, იმედი მაქვს, რომ კარგად გრძნობს თავს.უბრალოდ მინდა გავიცნო, მეტი არაფერი." 673 9-ს მოსწონს 1-ს არა
|