სხვა ოფლის გამოყოფის საწინააღმდეგო საშუალებებმა 24 საათით რომ დაგიცვათ... ეს და სხვა სასარგებლო რჩევები 2016, 7 აგვისტო, 13:45 ამ ელემენტარული წესაბის დამახსოვრებისთვის მხოლოდ 1 წუთი არის საჭირო. სამაგიეროდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, უხერხულ მომენტებს აგაცილებთ თავიდან და შეიძლება, დროის ეკონომიაშიც დაგეხმაროთ. როგორ გავხადოთ ანტიპერსპირანტი უფრო ეფექტური 8, 12 და 24 საათი – გვპირდებიან ოფლის გამოყოფის საწინააღმდეგო საშუალებების მწარმოებლები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ რეკლამაში მოცემული ციფრები, ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა რეალურ ცხოვრებაში ანტიპერსპირანტის გამოყენების შედეგის მაჩვენებლებს. თუ დავუჯერებთ ბრიტანელ მკვლევარ-დერმატოლოლოგებს, რომლებმაც ექსპერიმენტები 18-დან 65 წლამდე ასაკის 60 კაცზე ჩაატარეს, ანტიპერსპირანტის ეფექტურობის გაზრდა ძალიან მარტივია. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ტერმინებში უნდა გავერკვეთ: აქ საუბარია არა დეზოდორანტებზე, არამედ ანტიპერსპირანტებზე. დეზოდორანტი არ აჩერებს ოფლის გამოყოფას, ის მხოლოდ ოფლის სუნს ნიღბავს, ხოლო ანტიპერსპირანტი – მექანიკურად ხურავს ოფლის ჯირკვლებიდან მომავალი სადენებს და არ აძლევს ოფლს კანზე გამოსვლის საშუალებას. ადამიანების უმრავლესობა, ოფლის საწინააღმდეგო ორივე საშუალებას, დილის შხაპის შემდეგ მოიხმარს. ეს დეზოდორანტთან დაკავშირებით, სავსებით ლოგიკურია. ხოლო ანტიპერსპირანტის შემთხვევაში, არა. საქმე იმაშია, რომ იღლიებში მოთავსებულია ოფლის გამოყოფის შერეული ჯირკვლები, რომლებიც გვიან საღამოს და ღამის საათებში არ ფუნქციონირებენ, სწორედ ამ დროს არის საჭირო ანტიპერსპირანტის კანზე დატანა თხელ ფენად და მთელი დღის მანძილზე, ოფლისგან დაცვა გარანტირებული გექნებათ. როდესაც ჩვენ ანტიპერსპირანტს დილით, სახლიდან გასვლის წინ ან შხაპის მიღების შემდეგ ვიყენებთ, ის ტენიან იღლიებზე ხვდება და პრაქტიკულად მაშინვე ირეცხება. და კიდევ, სწორედ ამ მიზეზით ჭუჭყიანდება ტანსაცმელი ანტიპერსპირანტებით.
მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ანტიპერსპირანტის ეფექტურობა ღამის საათებში გამოყენება შემთხვევაში იზრდება, რადგან ძილის დროს, კანის ფორები მის უკეთესად «ათვისებას» ასწრებენ. და ბოლოს, 3 მითი ანტიპერსპირანტის შესახებ: 1. ალუმინის ქლორიდის შემცველი და სხვა ანტიპერსპირანტები იწვევს ალცჰეიმერის დაავადებას და სარძევე ჯირკვლების სიმსივნეს. ეს ძველი ლეგენდა, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ, უარყვეს მეცნიერებმა, სერიოზული კვლევების ჩატარების შედეგად. როგორ ავიცილოთ თავიდან მოსალოდნელი დაცემინება თუ დაცემინების სიტუაცია არ არის და საჭიროა თავის შეკავება, ამის გაკეთება 3 მეთოდით არის შესაძლებელი: I. ზედა ტუჩი, საჩვენებელი და დიდი თითით, ოდნავ წინ უნდა გავწიოთ. ასეთი მოქმედება ამცირებს ღუტუნის შეგრძნებას ცხვირში და აჩერებს დაცემინების პროცესს.
როგორ უნდა იპოვოთ დაკარგული სათვალე, ცუდი მხედველობის შემთხვევაში ის ვისაც მიოპია (ახლომხედველობა) აქვს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში: უცდია საწოლთან ახლოს მდებარე ტუმბოზ, სათვალის მოძებნა ხელის ფათურით და ვერ უპოვია. თუ დამხმარე არავინ არის, ძებნის პროცესი, შეიძლება რამდენიმე საათი გაიწელოს. დროის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, სულ მარტივი ხერხი არსებობს – სათვალის მოძებნა ხელის «ჭოგრიტით». ხელით გაკეთებულ ვიწრო ჭუჭრუტანაში, საგნები მკვეთრი ხდება და ყველაფრის დანახვა კარგად შეიძლება.
როგორ უნდა გავიგოთ ვარგისიანია თუ არა ბატარეა
როგორ მოვიცილოთ ნივრისა და ხახვის სუნი თითებიდან
681 7-ს მოსწონს
|