x
image
მანჩო 777
"ამერიკელი პოპ დივას კონცერტი Black Sea Arena-ზე"- საკონცერტო დარბაზის უცხოური სახელწოდებით უკმაყოფილო ლევან ღვინჯილია

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც " Black Sea Arena-ზე" გუშინ გამართულ კონცერტს ეხმაურება, უფრო სწორად, სტატუსში ლაპარაკია თავად საკონცერტო დარბაზის დასახელებაზე (არამარტო ბატონი ლევან ღვინჯილიაა ამ დასახელებით უკმაყოფილო, მეც ბევრჯერ გამიელვა თავში, რატომ არ უნდა დაგვერქმია ამ დარბაზისათვის ქართული სახელი).


image


აი, რას წერს ბატონი ლევან ღვინჯილია თავის სტატუსში:


"ამერიკელი პოპ დივას კონცერტი Black Sea Arena-ზე".
~ ერთ წინადადებაში ორი სხვადასხვა ანბანის გამოყენება არის ყოვლად დაუშვებელი, მაგრამ საქართველოში ასეთი ან მსგავსი ლინგვისტური (და - არამხოლოდ!!!) ქცევა უკვე აღარავის უკვირს.
~ ეს ის ქვეყანაა, რომლის სახელმწიფო ენას, ერი და ბერი, ხელისუფლება და ხალხი ყოველ ნაბიჯზე აბუჩად იგდებს!
~ ცალკე საკითხია, რომ თვით დასახელება ამ ე.წ. "არენისა" ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას ~ ვერც ენობრივსა და ვერც პრაგმატულს... (ამის შესახებ ზოგი რამ დაიწერა).
~ სამწუხაროდ, წარმოდგენა არა მაქვს, ეს ვისი იდეაა, მაგრამ, ვისიც არ უნდა იყოს, ყოვლად მიუღებელი და გაუმართლებელია; უფრო მარტივად თუ ვიტყვი: არ ვარგა!!!
~ ნათქვამია, "ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენო". ~ ქველმოქმედი ადამიანისაგან ერისა და ქვეყნისათვის ამ რანგის საჩუქრის მირთმევას ძნელად თუ შეაფასებს ვინმე გადაჭარბებულად, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენს ნებისმიერ მოქმედებაში უნდა ჩანდეს, რომ ქვეყნის სახელმწიფო ენის ღირსება არ ხურდავდება და არაფერზე არ იცვლება.
~ რას ვგულისხმობ? მკითხოს ხელისუფლებამ და სიამოვნებით განვუმარტავ, ოღონდ ~ აუცილებლად საჯაროდ და თანაც ისე გასაგებად და მარტივად, რომ მესამეკლასელი ბავშვიც კი ადვილად გაიაზრებს: თურმე რაში ყოფილა საქმე;
~ ჩვენ ის ქართველები არა ვართ, ქართული მინერალური წყლის კომპანიას "ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერ კომპანის" რომ ვეძახდით?
~ ჩვენ ის ქართველები არა ვართ, დედაქალაქის წყლით მომმარაგებელ კომპანიას ~ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რომ დავარქვით?
~ ჩვენ ის (ბლუ!!!) ქართველები არა ვართ, "რადისონ ბლუ ივერიას" ხბოს აღტაცებით რომ შევსციცინებთ?
~ ჩვენ ის ქართველები არა ვართ, ამასწინათ უცხოელი ესტრადის ვარსკვლავებისა და ქართული ეროვნული ანსამბლების დიდი სახელოვნებო მარათონი რომ მოვაწყვეთ, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს და "ჩექ ინ ჯორჯია" რომ დავარქვით?
~ აბა, ამ ფონზე, "ბლეკ სი არენა" რატომ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ, ნუთუ არ შეიძლება, ქართული წინადადადების წაკითხვა იმანაც შეძლოს, ვინც უცხო ენა არ იცის?
~ არაა ეს დიკრიმინაცია?
~ ნამდვილად არის და თანაც როგორი: სახელმწიფო დონეზე განგაშის ზარების დასარისხებელი, მაგრამ "ბედნიერ ერს" ყურთბალიშზე რომ სძინავს და ამასობაში ხელისუფლება მას საით მიერეკება, არც კი იცის, ეს არაა ეროვნული კატასტროფა?
~ და მაინც, უკიდეგანო მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, Black Sea Arena რომ ჯერ აგვიშენა და მერე გვაჩუქა!!!
~ "ო, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი; როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?"....- წერს ენათმეცნიერი.

image


9
308
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
308
  
2016, 31 ივლისი, 12:33
მესმის შენი, მაგრამ აბა დაფიქრდი: გერმანიაში რომ ჩასულიყო აგილერა, ან თუნდცჩ ჩინეთში, ან სულავ ესტონეთში (სადაც ჩემი შვილი სწავლობს და მუშაობს და სადაც თურმე ერთ ინგლისურენოვან აბრას ვერ ნახავ), ვერ აუხსნიდნენ რას ნიშნავდა იმ დარბაზის სახელი, სადაც იმღერებდა?:)
2016, 31 ივლისი, 12:11
მანჩო, არ იფიქრო, რომ გულზე მეხატება ,,მარკეტი, ლაიქი, შეარი, დატრენინგება,, და ა.შ. მაგრამ ამ დარბაზთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არ არის ცუდად შერჩეული სახელი, მით უმეტეს, რომ ცნობილი, უცხოელი სტუმრები ჩამოდიან, ისინი ხომ თავისთავად ჩვენს ქვეყანასაც უწევენ რეკლამას თავიანთ ქვეყნებში?
2016, 31 ივლისი, 11:55
ლალი, ეგ სულ სხვა ამბავია- როცა ქართულ ენაში უცხოური სიტყვის შესატყვისი არ მოიპოვება, მაგრამ ''ბლეკ სი არენა'' ხომ იოლად ითარგმნება ქართულად ? ნუთუ ასეთი შეურაცხმყიფელი იქნებოდა ქართული სახელის დარქმევა?
2016, 31 ივლისი, 11:45
ბატონო ლევან! ...და ერქვას ,,ბლექ სი არენა,, იმ დალოცვილს, რა შავდება? კულტურისა და საკუთარი თავის პატივისცემა ის უფრო იქნება, ნაგვის სხვადასხვა სახეობას თუ არ დაყრის იქ დამსვენებელი თუ მაყურებელი, კედლებზე საკუთარ სახელებს თუ არ ამოკაწრავს და სკამებს არ ,,ჩაწიხლავს,, ... თორემ არც ,,ფილარმონიაა,, ქართული სიტყვა და არც ,,კონსერვატორია,, არც ,,ტელევიზია,, და ,,ფეისბუქი,,!!!
2016, 31 ივლისი, 11:14
ხო აღშფოთება და შეშფოთება მაგარი იციან.
2016, 31 ივლისი, 11:05
სულ ბოდიში და ფეხებზე ვკიდივართ ერთსაც და მეორესაც..დიდი დიდი აღშფოთდება ამერიკა და ეგაა სულ მაგათი დახმარება.
2016, 31 ივლისი, 11:04
სანამ საკუთარის დაფასებას არ ვისწავლით მანამდე არაფერი არ გვეშველება. ჯერ იყო და რუსებს ვუძვრებოდით ვაზელინის გარეშე. ეხლაა და ამერიკელებს ვეტენებით. სინამდვილეში ორივეს საზარბაზნე ხორცად ვჭირდებოდით და ვჭირდებით. სანამ არ აღმოიფხვრება ის მანკიერი წესი სამსახურში მიღებისას სახელმწიფო ენაზე მეტად უცხო ენა რომ ფასდება მანამდე არაფერი არ გვეშველება.
2016, 31 ივლისი, 10:58
სამწუხაროა, რომ "ვაი ჭკიუსაგან" გვჭირს ქართველებს, უფრო სწორად უჭკუობისაგან და კაცმა არ იცის, სადამდე მიგვიყვანს ყოველივე ეროვნულის დაგმობა და უცხოურისაკენ სწრაფვა ;(
2016, 31 ივლისი, 10:54
ბატონო ლევან დღეს დღეისობით ქართულად საუბარი და წერა სირცხვილია. რას იტყვიან ამერიკელები "შავი ზღვის" არენა რომ დარქმეოდა აღნიშნულ ობიექტს? როგორ უნდა ეთქვათ მერე? ხომ მოგვეჭრებოდა თავი მსოფლიო მაშტაბით ამხელა დარბაზი აშენდა და ნორმალური სახელი ვერ დაარქვესო.
0 1 9