საზოგადოებრივი "ტიტანიკის" ჩაძირვის მიზეზი აისბერგი არ ყოფილა – ექსპერტებმა ახალი ფაქტორი დაასახელეს დღეს, 8:52 1912 წლის 15 აპრილის ღამეს, XX საუკუნის უდიდესი საზღვაო კატასტროფა მოხდა — საუთჰემპტონის პორტიდან (დიდი ბრიტანეთი) ნიუ-იორკში მიმავალი «ტიტანიკი», აისბერგს შეეჯახა და სამგზავრო ლაინერი ჩაიძირა. ლეგენდარულ გემს უამრავი საიდუმლო და მითი უკავშირდება. რომელთა შორის, ზოგიერთი ბევრისთვის ცნობილია, ზოგი კი, არც ისე... მაგ., აისბერგმა, რომელსაც გემი შეეჯახა, თავისი «მოგზაურობა», დაახლოებით, 2 ათასი წლის წინ დაიწყო და იმ მომენტიდან, როდესაც ის გემიდან შენიშნეს და ვიდრე კურსის შეცვლის ბრძანება გასცეს, მთელი 30 წამი გავიდა. ბრძანება მაშინვე რომ გაეცათ, შესაძლებელია, კატასტროფა არც მომხდარიყო. გაგრძელება >>> გემის აისბერგთან შეჯახების ამბავი, ისტორიკოსების და კინორეჟისორების წყალობით, საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებად იქცა... თუმცა, აისბერგი, მხოლოდ «ბოლო ლურსმანი იყო კუბოს სახურავზე» – უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ კატასტროფის რეალური მიზეზი, ქვანახშირის ბუნკერში გაჩენილი ხანძარი იყო, რომელიც 3 დღის მანძილზე ვერ ჩააქრეს. შედეგად, გემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საყრდენები ძალიან დაასუსტა... და როდესაც, ის აისბერგს შეეჯახა, გემის სტრუქტურა უკვე ისე იყო დაზიანებული, რომ დარტყმას ვეღარ გაუძლო. ასე რომ, «ტიტანიკის» კატასტროფა, მხოლოდ აისბერგის ბრალი არა იყო. ეს ცეცხლის, წყლის და ყინულის ურთიერთქმედების შედეგად მოხდა. არხის სხვა სიახლეები:* ძნელად დასაჯერებელი ფაქტები ცხოველების შესახებ* უმარტივესი ტესტი, საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 15 (25 ფოტო)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები359 შეფასება არ არის
|