შოუბიზნესი საქართველოში "მის ბიკინი–2016'–ის გამარჯვებული გამოვლინდა 2016, 29 ივლისი, 18:35 საქართველოში "მის ბიკინი"-2016-ის გამარჯვებული გამოვლინდა.ტიტული მოიპოვა 22 წლის აურელია ჩებანიამ.
ჩავანია წარმოშობით მოდლაველია, ცხოვრობს ქალაქ გორში და თავისუფლად ფლობს ქართულ ენას. ![]() ამა წლის სექტემბერში აურელია ჩინეთში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კონკურსში "Miss bikini Universe -2016"-ში სადაც გოგონები 90 ქვეყნიდან იბრძოლებენ გამარჯვებისთვის. ნაციონალური კონკურსის ფინალი ბათუმში გაიმართა, სასტუმრო კომპლექს "ლეოგრანდში". "მის ბიკინის" ტიტულისთვის 15 ფინალისტი იბრძოდა, რომელთა ასაკი 18-დან 27 წლამდე იყო. გოგონები ჟიურის წინაშე საცურაო კოსტიუმებში წარდგნენ, აგრეთვე კოქტეილისა და საღამოს კაბებში. ![]() საქართველოში მის ბიკინი პირველად 2014 წელს ჩატარდა.წელს კონკურსის ორგანიზატორი იყო სარეკლამო კომპანია "Iraklion"-ი. ჟიურის წევრები იყვნენ ცნობილი სახეები შოუ-ბიზნესიდან: დათო ხუჯაძე და მარკუს მეტრეველი, ასევე სამოდელო სააგენტო "კატრინის" დამფუძნებელი ეკა მგალობლიშვილი, აგრეთვე თამუნა ვაშალომიძე-"ის ბიკინის" ექს-კონკურსანტი. ![]() 352 3-ს მოსწონს 1-ს არა
|