x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა კავშირი აქვს ზღვის გოჭს ზღვასთან და გოჭთან?

image
ზღვის გოჭი — მღრღნელი არის და არანაირი კავშირი არა აქვს არც ზღვასთან და არც გოჭთან. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, გარკვეული ასოციაციები არსებობს: ზღვის გოჭს, ტანთან შედარებით, დიდი თავი და მსხვილი კისერი აქვს, შეუძლია დიდი ხნის მანძილზე, პატარა ფართობის მქონე ბაკში ცხოვრება, ხოლო მის მიერ გამოცემული ხმა – გოჭის ჭყივილს წააგავს. რაც შეეხება ეპითეტს – «ზღვის», სავარაუდოდ, იმიტომ გაჩნდა, რომ ცხოველები ევროპაში ოკეანის (ზღვის) გავლით შემოჰყავდათ, მათი სამშობლო ხომ პერუ და მის მეზობლად მდებარე ქვეყნებია.

imageზღვის გოჭი — ძალიან სოციალური ცხოველია და ის, მარტო ყოფნის შემთხვევაში, ძალიან უბედურად გრძნობს თავს. შვეიცარიაში ეს აღიარეს და მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს მხოლოდ ერთი ზღვის გოჭის ყოლას, რაც გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორივე ზღვის გოჭი ერთდროულად მოკვდება (სიცოცხლის ხანგრძლივობა 7-10 წელი). ამიტომ, როდესაც ერთი კვდება, პატრონი ვალდებულია მაშინვე მეორე შეიძინოს. როგორც წესი, ახალი ზღვის გოჭი უფრო ახალგაზრდა არის, ვიდრე ძველი და ასე ირთვება ზღვის გოჭების უსასრულო ციკლი. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს აღარ უნდა ცხოველის შეძენა, ერთ-ერთი გოჭის სიკვდილის შემთხვევაში, ცოცხალი ზღვის გოჭის უკან დაბრუნება, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ზოომაღაზიაში შეუძლია. შვეიცარიაში ზთვის გოჭები საბაზრო ფასებში იყიდება, ხოლო უკან, ნახევარ ფასში იბარებენ.

image

1
845
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
845
  
2016, 1 აგვისტო, 20:47
ძალიან ვიხალისე))
0 1 1