საბუნებისმეტყველო ვირთხების მეფე – მითი თუ რეალობა? 2016, 2 აგვისტო, 18:42 ვირთხების მეფე — ევროპულ ზღაპრებში ნახსენები მითიური ცხოველია. ითვლება, რომ ვირთხების მეფე რამოდენიმე ერთმანეთთან შეზრდილი ან კუდებით გადაბმული ვირთხისგან შედგება. ხოლო სხვა ვირთხები, თითქოსდა, კვებავენ მეფეს და მასზე ზრუნავენ. დოკუმენტური წყარო ცოცხალი ვირთხების მეფის რეალური არსებობისის შესახებ, არ არის. მაგრამ, სხვადასხვა მუზეუმებში, არის ამ ცხოველის მუმიფიცირებული ნარჩენების ექსპონატები. თეორიულად, ამ ცხოველის არსებობა შესაძლებელია, თუ დავუშვებთ, რომ ვიწრო სოროებში, დიდი რაოდენობით ვირთხების დაბადების შემთხვევაში, თამაშის და ფუტფუტის დროს, ვირთხების ჯერ კიდევ დრეკადი კუდების გადახლართვა ხდება. გარდა ამისა, კუდები შეიძლება ძილის დროსაც გადაეხლართოთ ან დაბალი ტემპერატურის პირობებში, ერთმანეთზე მიეყინოთ. მკვლევარების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ყველა მუზეუმის «მეფე» — მანიპულაციის შედეგია. და რომ ისინი, უკვე სიკვდილის შემდეგ, ვითაცამ, ოდესღაც, კუდებით გადააბა. მოკლედ რომ ვთქვათ, «ვირთხების მეფეების» არსებობის მტკიცებულება არ არსებობს. თიურინგში (გერმანია), ქ. ალტენბურგის მუზეუმში არის დღემდე მეცნიერებისთვის ცნობილი ყველაზე დიდი «ვირთხების მეფეის» მუმიფიცირებული სხეული, რომელიც 32 ვირთხისგან შედგება. ის 1828 წელს ქ. ბუჰგაიმის წისქვილის ბუხარში იპოვეს. სპირტით კონსერვირებული ვირთხების მეფე ნაჩვენები იყო ჰამბურგის, გოტინგენის და შტუტგარდის მუზეუმებში. საერთო ჯამში, ამ სახის ექსპონატების რაოდენობა, მთელს მსოფლიოში, დიდი არ არის. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 35—50 იქნება. 739 10-ს მოსწონს
|