პროფილაქტიკა ორგანიზმის გაწმენდა ერთ დღეში. როგორ მოვამზადოთ ენერგეტიკული სალათი 2016, 27 ივლისი, 9:44 ეტაპი №1 მთელი დღის მანძილზე მიიღეთ გაფილტრული ან გამღვალი წყალი. შეგიძლიათ გაურიოთ ლიმნის წვენი და თაფლი. მიირთვით ერთი ჭიქა სუფთა წყალი ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.
აფთიაქში შეიძინეთ ბრტყელეკალა – ეს მცენარე ორგანიზმში ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავებს და პოზიტიური გავლენა აქვს ღვიძლზე. მიიღეთ ბრტყელეკალას ნახარში დღეში 2-4-ჯერ.
საკმარისია საუზმედ 1 დესერტის კოვზი სელის თესლი მიიღოთ და ამით გაიუმჯობესებთ კუწ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას. უმჯობესია თუ სელის თესლს ძილის წინ დაალბობთ. ჭამის შემდეგ მიღებული ბლანტი მასა ადვილად შემოეხვევა ნაწლავის ლორწოვან გარსს, რაც გააუმჯობესებს მის პერისტალტიკას ( ღრუ მილოვანი ორგანოების (ნაწლავი, კუჭი, შარდსაწვეთი) კედლების ტალღისებური თანამიმდევრული შეკუმშვა, რაც ხელს უწყობს ორგანოს შიგთავსის გადაადგილებას) ყოველი ჭამიდან 20 წუთის შემდეგ მიირთვით მწვანე ან ბალახის ჩაი. ასეთი ჩაი სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას ახდენს, კუჭში ანთებით პროცესებს აქრობს, ასევე ღვიძლსა და თირკმელებს ასუფთავებს. სასურველია რომ მწვანე ან ბალახის ჩაის დალევა თქვენს ყოველდღიურ ჩვევად იქცეს. ენერგეტიკული სალათი მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: მომზადების წესი: წვრილად დაჭერით ინგრედიენტები და კარგად აურიეთ, მოასხით ზეითუნის ზეთი და ლიმნის წვენი. სალათიც მზადაა! ის შეიცავს ფოლიუმის მჟავის მარილს, რომელიც დაგეხმარებათ ენერგეტიკული ბალანსის აღდგენაში. 345 16-ს მოსწონს
|