სხვა აბები,რომელიც ათასები ღირს ანუ 5 ყველაზე ძვირი წამალი მსოფლიოში 2016, 25 ივლისი, 16:05 ზოგიერთი ფარმავცეტული კომპანიების შემოსავალი მილიარდობით დოლარია და ზოგჯერ ამისთვის საკმარისია კომპანიამ თავის ასორტიმენტში ისეთი პრეპარატი ჩართოს, რომლის ფასიც ექვნიშნა ციფრს უკაკუნებს.
ქვემოთ შემოგთავაზებთ მსოფლიოს ტოპ-5 ყველაზე ძვირი წამლის რეიტიინგს. 1) Soliris -ენიშნებათ პაციენტებს, რომლებსაც იმუნურის სისტემა აქვთ დარღვეული, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზით პაციენტს ძილის დროს ეღუპება სისხლის უჯრედები, რის გამოც ნადგურდება თირკმელები, ღვიძლი და გული.ამ სენით შეპყრობილი ადამიანები საშუალოდ 10 წელზე მეტს ვერ ცოცხლობენ.მთლიანად ამ იშვიათი დაავადებით 20 000 პაციენტი იტანჯება მსოფლიოში.ასე, რომ არცაა გასაკვირი, რომ Soliris-ი ასე ძვირი ღირს. პრეპარატი აჩერებს პროცესს. ერთი კოლოფი 5 928 ევროა, ხოლო წლიური მკურნალობა პაციენტს 536000$ უჯდება. 2) Naglazyme-ეს პრეპარატი გამოიყენება მეტაბოლური დარღვევების კორექციისთვის.ავადმყოფობა სწრაფად ვითარდება და საბოლოოდ ადამიანი ინვალიდის ეტლამდე მიჰყავს.პრეპარატი ეფექტურია და დინამიური.მკურნალობის დაწყების შემდეგ პაციენტები იწყებენ გადაადგილებას და მოძრაობას. მსგავსი დაავადებით მხოლოდ 1100 პაციენტი იტანჯება.ერთი კოლოფის ფასი 3 800 ევროა, ხოლო მკურნალობა წლის განმავლობაში 485 000 დოლარი ჯდება. 3)Elaprase -ჰანტერის სინდრომით 2000-მდე ადამიანია დაავადებული მსოფლიოში, ძირითადად ბავშვები.ამ დაავადების დროს შეჩერებულია ზრდის პროცესი, ამასთანავე ავადმყოფს სუნთქვითი პრობლემები აქვს და უსივდება ენა და ტუჩები. ავადმყოფმა მხოლოდ ერთი აბი უნდა დალიოს(ან გაიკეთოს) კვირაში.პრეპარატის ფასი 3750 ევროა. 4)Cinryze-პრეპარატი გამოიყენება ანგიოედემის მკურნალობის დროს.დაავადება, რომელიც მემკვიდრეობითია. ამ დაავადების დროს სისხლში გარკვეული ფერმენტების დეფიციტი წარმოიქმნება.თან ეს მოვლენაა არაპროგნოზირებადია, შეშუპება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. ასე, რომ პაციენტებს წლიური მკურნალობა 350 000 დოლარი დაუჯდებათ, ხოლო ერთი კოლოფი 1948 ევრო ღირს. 5)Myozyme-პრეპარატი გამოიყენება პაციენტებისთვის, რომლებიც პომპეთი არიან დაავადებულები, ანუ როცა წარმოიქმნება ალფა-გლუკოზიდების დეფიციტი.ამ დროს პაციენტს ეშლება კუნთები, უდიდდება გული და ექმნება სუნთქვის პრობლემები. ავადდებიან ძირითადად ბავშვები.წლიური მკურნალობა მშობლებს 100 000 დოლარი უჯდებათ, ხოლო თუ ზრდასრულ ადამიანს 300 000$. ერთი კოლოფის ფასი 1000 დოლარიდან იწყება. 1510 12-ს მოსწონს 1-ს არა
|