ფოტოგრაფია კუნსტკამერა 2016, 25 ივლისი, 14:49 კუნსტკამერა (გერმანულიდან:Kunstkammer-ხელოვნების ოთახი) წარსულში ეწოდებოდა სხვადასხვა ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო და სხვა იშვიათობების კოლექციებს და მათი შენახვის ადგილს.
მოდით, ვნახოთ ის უიშვიათესი უნიკალური ფოტოსურათები, რომლებიც კუნსტკამერებმა შემოგვინახა.
![]() ნიგერიელ სტუდენტს ბოლაჯი ბადეჯოს (Bolaji Badejo) სიმაღლე-213 სანტიმეტრი დაეხმარა გამხდარიყო მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში "უცხო". 1978 წელი ![]() დოროთი ქაუნთსი-ყველაზე გამბედავი გოგონა მსოფლიოში. 1957 წელს ამერიკის რომელიმე სკოლაში მაიმუნი რომ წასულიყო გაკვეთილებზე, ისე არ გაუკვირდებოდათ, როგორც შავკანიანი გოგონას გამოჩენა. დოროთი პირველი შავკანიანი იყო, ვინც ეს გაბედა. სურათზე ნათლად ჩანს, როგორ დასცინიან და აბუჩად იგდებენ მას. 2010 წელს ამ ადამიანებმა საჯაროდ მოუხადეს ბოდიში დოროთი ქაუნთსის ![]() კონტრაბანდისტი ქალი ჯეინი, 1924 წელი ![]() ბობ დილანი და კიტ რიჩარდსი სვამენ მიკ ჯაგერის სადღეგრძელოს მისი დაბადების დღეზე, როცა ის 29-ის გახდა. 1972 წელი ![]() ასი ადამიანი ლატარეაში ათამაშებს 12 აკრ ქვიშიან დიუნებს...ახლა ამ ადგილზე ქალაქი ტელ-ავივია. 1909 წელს გადაღებული ფოტო ![]() დიახ, სწორედ ასე იღებდნენ ამ სცენას ![]() გებელსის შვილები, რომლებიც საკუთარმა მშობლებმა დახოცეს ექიმის დახმარებით. თავდაპირველად მათ გაუკეთეს მორფინი, შემდეგ კი ციანიდით მოწამლეს. 1945 წელი, მაისი ![]() ფილმ "იღბლიანი ჯენტლმენების" გადამღები ჯგუფი კატაკურგანის ციხეში გადაღებების დროს. 1971 წელი ![]() პორტატული ტელევიზორის კონცეპტი, 1967 წელი ![]() ალან პარსონსი აკეთებს არანჟირებას საესტრადო მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომისა Pink Floyd-ის მონაწილეობით. 1972 წელი ![]() სახელგანთქმული წყვილი - ბონი და კლაიდი. საოცარია, მაგრამ ისტორიაში ყველაზე ცნობილი განგსტერები ტანადობით არ გამოირჩეოდნენ. ბონი პარკერის სიმაღლე სულ 150 სანტიმეტრი იყო, ხოლო კლაიდი ბეროუსი-164 სმ ![]() ნიუ-იორკელმა მოცეკვავემ მის გლიმორმა სახელგანთქმულ ბრიტანელ მხატვარ ჯონ მკუტჩეონს შეუკვეთა საკუთარი პორტრეტის დახატვა, ოღონდ ერთი პირობით: პოზირება ბროდვეის თეატრის სახურავზე უნდა შემდგარიყო და თან ამ პოზაში; სურათზე კარგად ჩანს, რომ მხატვარი დაზღვეულია თოკით; აი, გამბედავი ქალბატონი კი ცალ ფეხზე სრულიად დაუცველ მდგომარეობაში დგას ![]() ინგლისელი კოლექციონერი, რომელიც ახალზელანდიელი აბორიგენების თავის ქალების კოლექციას აგროვებდა. როგორც ჩანს, ის ამ გზით სამაგიეროს უხდიდა მაორებს, რომლებმაც ცნობილი მოგზაური ჯეიმს კუკი შეჭამეს ![]() მურმანსკი დაბომბვის შემდეგ, 1942 წელი ![]() ხრუშჩოვის და კენედის მეუღლეები, 1961 წელი ![]() ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგი ![]() ივ მონტანი (სურათზე ზურგითაა) უყურებს მერილინ მონროს, რომელიც უყურებს არტურ მილერს, რომელიც უყურებს სიმონა სინიორეს, რომელიც თავის მხრივ ივ მონტანს უყურებს (გაიგეთ რამე?) ![]() 288 12-ს მოსწონს
|