პროზა ყველაზე მოკლე მოთხრობები მსოფლიოში 2016, 23 ივლისი, 15:53 რანდევუ
ტელეფონმა დარეკა:
-ალო–ჩუმად უპასუხა ქალმა.
-ვიქტორია მე ვარ.მოდი სანაპიროსთან შევხვდეთ ამაღამ.
-კარგი ძვირფასო.
–და გთხოვ ერთი ბოთლი შამპანურის გამოყოლებაც არ დაგავიწყდეს.
-არ დამავიწყდება ძვირფასო, მინდა, რომ ამ ღამით შენთან ვიყო.
-იჩქარე, დიდხანს ნუ მალოდინებ-თქვა მან და ყურმილი დაკიდა,
ქალმა ამოიხრა, შემდეგ გაიღიმა.
-საინტერესოა ნეტა ვინ იყო?
ნიკოლ ველდლი
ბედი
მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო, იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება ძალზე გადაჯაჭვულია და აღშფოთების და ბედნიერების კვანძი ძალზე ჩახლართულია.რაღაც სხვაგვარად უნდა გადაგვეწყვიტა ეს ამბავი.კენჭისყრას მივენდეთ:დაჯდება "გერბზე" -დავქორწინდეთ, "საფასურზე"- და დავშორდებით საბოლოოდ.
მონეტა ავაგდეთ, დაიწკრიალა, დაბრზიალდა და დაჯდა.."გერბზე".
ორივენი გაცვიფრებულები ვიყურებოდით.
შემდეგ ერთხმად წამოვიძახეთ: "იქნებ კიდევ ერთხელ გვეცადა?"
ჯეი რიპი
საღამოს სიურპრიზი
ბრწყინვალე კოლგოტები მჭიდროდ და მაცდურად ეკვროდა ლამაზ ბარძაყებს, -რომელსაც ავსებდა მშვენიერი მსუბუქი საღამოს კაბა.ბრილიანტის საყურეებით დაწყებული და წვრილქუსლიანი ელეგანტური ფეხსაცმლით დამთავრებული საოცრად ეფექტურად გამოიყურებოდა.თვალებს ახლად წასმული ჩრდილები ირეკლავდა სარკეში, ხოლო ღია წითლად შეღებილი ტუჩები ვნებიანად იხსნებოდა.უცებ უკნიდან მოესმა ბავშვის ხმა: -მამა?! ჰილარი კლეი
მადლიერება
შალის მოსასხამი, რომელიც სულ ახლახან მისცა საქველმოქმედო ფონდმა მოხერხებულად უთბობდა მხრებს, ხოლო ნაგვის ურნაში ნაპოვნი ბოტები სულაც არ უჭერდა ფეხზე.
ქალაქის ჩირაღდნები სააამოდ უთბობდა სულს ამ ყველა ცივი სიბნელის შემდეგაც კი...პარკის სკამის საზურგე როგორ ნაცნობად ეჩვენებოდა მის ბებრულ გადაყვლეფილ ზურგს.
"მადლობა უფალო-გაიფიქრა მან, -ცხოვრება უბრალოდ მშვენიერია."
ენდრიუ ე. ჰანტი.
უმაღლესი განათლება
-უნივერსიტეტში ჩვენ მხოლოდ შარვალს თუ ვირეცხავდით-თქვა ჯენინგსმა, თან ჭუჭყიან ხელებს იბანდა-ყველა ამ ბიუჯეტის შემცირების შემდეგ ისინი ბევრს არაფერს გასწავლიან, ისინი უბრალოდ ნიშნებს წერდნენ და ყველაფერი თავის რიგით მიდიოდა.
-მაშ როგორღა სწავლობდით?
-ჩვენ არც ვსწავლობდით, სხვათა შორის შეგიძლია ნახო როგორ ვმუშაობ.
მედდამ კარი შემოაღო:
-დოქტორო ჯენინგს, საოპერაციოში გიხმობენ.
რონ ბასტი
859 8-ს მოსწონს 1-ს არა
|