x
image
მთვრალი12
"სხეულის რა ნაწილში გვაქვს ცხვირ-პირი შეყოფილი?"
imageბათუმის ერთ-ერთ საიუვენირო მაღაზიაში გადაღებულ სურათს, რომლებზეც საქართველოსა და რუსეთის გერბის მქონე ჭიქები ერთმანეთს კოცნიან, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.სურათის ირგვლივ, კომენტარებში უმეტესად კრიტიკა და უარყოფითი შეფასებები ისმოდა.ცნობილმა იუმორისტმა, ნიკა ქავთარაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერძე გააზიარა ეს სურათი (წითელი ჭიქას აწერია "რუსეთი" და ახატია მათი გერბი, ხოლო თეთრ ჭიქას, "საქართველოს" ახატია საქართველოს გერბი.) და სათაურად შემდეგი სახის ტექსტი დაურთო : "საინტერესოა, იდეის ავტორის ვერსიით, სხეულის რა ნაწილში გვაქვს ცხვირ-პირი შეყოფილი???"imageწარმოგიდგენთ კომენტარებში დაწერილ ტექსტებს, რომლებიც საზოგადოების უკმაყოფილებას და პროტესტს გამოხატავს : "სულ არ ვთვლი რომ სამარცხვინოა... ამერიკის დროშა რომ იყოს ან ევროპის რომელიმე ქვეყნის სიამაყე იქნებოდა? მეგობრობას გამოხატავს.. და ყველგან პოლიტიკას თუ ხედავთ, რას ეტორღიალებით მაშინ ლამაზ სლავ რუს ტურისტ გოგოებს?" ;

-"აშკარად უკანალშია ცხვირიშეყოფილი !" ;

-"მამა მყავს ქართველი, დედა ნახევრად რუსი მოსკოვში და ჩემთვის ეს სუვენირი მეგობრობის და სიყვარულის ნიმუშია - ალბათ, ოკუპირებული ტერიტორიებიც სუვენირის და სიყვარულის ნიშნად შეიძლება განვიხილოთ მაშინ!!!!" ;

-"ცოტა ხნის წინ ევროპელ სტუმართან ერთად გავიარეთ მშრალი ხიდთან, ნახატები რომაა - ყველა, ვინც მოვიდა ნახატის შემოსათავაზებლად რუსულად უწყებდა ლაპარაკს მე ან ჩემ სტუმარს ანუ აპრიორი აკეთებდნენ დაშვებას რომ რუსი იყო! რომ იგებდნენ რომ რუსი არ იყო და არც რუსული ესმოდა მაინც რუსულად აგრძელებდნენ! არ ვიცი ამას რა დავარქვა...

იგივე განმეორდა კახეთშიც, ბათუმშიც, გურიაშიც და თბილისის სხვა უბნებშიც :("


- " ზუსტად მსგავს სიტუაციაში მოვხვდი მეც: ავტობუსში ამოვიდნენ ინდოელი სტუდენტი გოგოები და ვიღაც ბაბომ გადაწყვიტა გამოეკითხა. იფიქრა, რახან უცხოელები არიან, აუცილებლად რუსული ეცოდინებათო და თავისი "ჭიკჭიკით" გააბუჟა საწყალი გოგოები . ბოლოს მიახვედრეს, რომ არ ესმოდათ რუსული, მაგრამ რჩევა რჯულზე უმტკიცესიაო, მაინც რუსულს მიაწვა. ბოლოს, როცა მე გამოვკითხე ინგლისურად ის საჭირბოროტო საკითხები, რაც ბაბოს აინტერესებდა, აქეთ მისაყვედურა, ქართველებმა ინგლისური რატომ უნდა ვისწავლოთ, დადგნენ და თვითონ ისწავლონ ქართულიო :))))))) ლოგიკა"

-"ეს ჭიქა 35 მანეთიანი ხალხისთვისაა თუ ცხვილის კავშირს ჩავუღრმავდებით... ეს ხუმრობით, ისე საშინლად ამაზრზენია რუსი ხალხის წინააღმდეგი არ ვარ, ყველა ქვეყანაშია კარგი და პროგრესული ადამიანი, უბრალოდ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ამის შემქმნელი და მყიდველი გონება ჩამორჩენილი ნაგავია"

-"სანამ ჩემი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსი ვანიასგან, მათ მეგობრებად ვერ ჩავთვლი"imageimage

1
112
3-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
112
  
2016, 22 ივლისი, 10:14
იდესი ავტორს უნდა მიამსხვრიოს კაცმა ცხვირ-პირში...
0 1 1