მსოფლიო რამდენი მონარქიაა მსოფლიოში? 2016, 22 ივლისი, 1:58
მონარქია, როგორც მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მთელი სახლმწიფო ძალაუფლება, მიღებულია როგორც წესი მემკვიდრეობით და ფორმალურად იმყოფება მონარქის ხელში, დღეს არსებობს მსოფლიოს 30 ქვეყანაში.
აზიაში მდებარეობს 14 მონარქიული სახელმწიფო: ბუტანი, იორდანია, კამბოჯა, მალაიზია, ნეპალი, ტაილანდი, იაპონია, ბაჰრეინი, ბრუნეი, კატარი, ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული ემირატი, ომანი და საუდის არაბეთი. ბოლო შვიდ სახელმწიფოში დღემდე შენარჩუნებულია აბსოლუტური მონარქია, რომელიც ერთპიროვნულად აძლევს სრულ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ძალაუფლებას სახელმწიფო მმართველს. ევროპაში 12 მონარქიაა: ანდორა, ბელგია, ვატიკანი, დიდი ბრიტანეთი, დანია, ესპანეთი, ლიხტენშტეინი, ლუქსენბურგი, მონაკო, ნიდერლანდები, ნორვეგია და შვეცია. მმართველობის აბსოლიტურ, თეოკრატიულ (რელიგიურ) ფორმას ფლობს მხოლოდ რომის პაპი, ვატიკანის მონარქი. მსგავსი მონარქიის დროს, რომელიც არსებობს კიდევ საუდის არაბეთში და ბრუნეიში, სახელმწიფოში პრაქტიკულად არ არის კონსტიტუცია და მმართველობა ხორციელდება არა საერო, არამედ სასულიერო პირის მიერ. აფრიკაში არსებობს 3 მონარქიული სახელმწიფო: ლესოტო, მაროკო და სვაზილენდი. კიდევ ერთი მონარქიაა ოკეანიაში, ეს - ტონგოა. დღეს არსებული მონარქიებიდან ყველაზე უძველესია იაპონიის მონარქია, რომელიც ჩვ. წ.აღ-მდე 660 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო ევროპაში - დანია, რომლის ათვლა იწყება 899 წლიდან. შენიშვნა: ნეპალი დღესდღეობით აღარაა მონარქიული. ევროპაში კიდევ არსებობს არაღიარებული - სილენდი. 830 14-ს მოსწონს
|