სხვა ცნობილი ადამიანები,რომლებმაც თავი მოიკლეს 2016, 21 ივლისი, 21:25 1951 წლის 21 ივლისს დაიბადა ცნობილი ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი რობინ უილიამსი.მთლიანობაში მსახიობმა 100 მეტი როლი ითამაშა და დაიმსახურა მეტსახელი "კომედიის აინშტაინი".2014 წლის 11 აგვისტოს ცნობილი მსახიობი საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.უილიამსმა სუიციდი განახორციელა.
მოდით გავიხსენოთ ზოგიერთი ის ცნობილი ადამიანი, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრეს.
1-ლელა სიხარულიძე-ქართველი მომღერალი, 90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ვარსკვლავი.მსმენელს შეაყვარა თავი ისეთი სიმღერებით, როგორიცაა „სულ ზევით, ზევით“ და „ირინოლა“ და სხვა. თავი მოიკლა 1998 წლის 17 აგვისტოს, 36 წლის ასაკში. 2-გოჩა აბაშიძე-ქართველი მსახიობი, მაყურებლებს დაამახსოვრა თავი ფილმებით:"ისინი ჩამოვიდნენ მთიდან - (დათო)" ცისკარა" - (ბადრი), "აბეზარა" - (მილიციელი), " ჩრდილი გზაზე" -(თედო), "ჩვენი ეზო" (ვაჟა), " სად არის შენი ბედნიერება, მზია? "(ელგუჯა), " მაია წყნეთელი" -(მანუჩარი), " გლახის ნაამბობი"(გაბრო). თავი მოიკლა 1961 წლის 8 ოქტომბერს. მსახიობი სულ რაღაც 24 წლის იყო. 3-ეროსი კიწმარიშვილი-, პოლიტიკოსი, "ქართული პარტიის" დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, მეწარმე.ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის დამფუძნებელი და მფლობელი.სუიციდი განახორციელა საკუთარ სახლთან 2014 წლის 15 ივლისს.კიწმარიშვილი 49 წლის იყო. 4-გალაკტიონ ტაბიძე-გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი .გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.დიდი პოეტი 67 წლის იყო. 5-მერლინ მონრო-ჰოლივუდის ხატი და ამერიკის სიმბოლო.სახელი გაითქვა ისეთი ფილმებით როგორებიცაა:"ყველაფერი ევას შესახებ", "ჯენლტმენები ირჩევენ ქერებს", "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" და სხვა.თავი მოიკლა 1962 წლის 5 აგვისტოს 36 წლის ასაკში. 6-კურტ კობეინი- ამერიკელი მუსიკოსი. ცნობილი, როგორც საკულტო ჯგუფ "ნირვანას" ვოკალისტი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი.საკუთარ სახლში(სიეტლში) გარდაცვლილი იპოვეს 1994 წლის 8 აპრილს.მან საფანტის იაღარი დაიხალა თავში.მუსიკოსი 27 წლის იყო. 7-რობერტ ენკე-გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე.დაიღუპა 2009 წლის 10 ნოემბერს 32 წლის ასაკში. როგორც ცნობილი გახდა, იგი დეპრესიით იტანჯებოდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იგი მატარებელს ჩაუვარდა. 8-ჯეკ ლონდონი-ამერიკელი მწერალი, ყველაზე უკეთ ცნობილი, როგორც სათავგადასავლო მოთხრობებისა და სოციალური რომანების ავტორი.მწერალი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ამას დაერთო ავადმყოფობაც.თავი მოიკლა 1916 წლის 22 ნოემბერს.მწერალი 40 წლის იყო. 9-ჯინ სიბერგი-ამერიკელი მსახიობი, თუმცა მოღვაწეობდა ევროპაში, ძირითადად ფრანგულ ფილმებში.მრავალ სურათში ჟან-პოლ ბელმონდოს პარტნიორი.ითამაშა 30 მეტ ფილმში.განსაკუთრებით პოპულარობა მოუტანა ფილმმა " À bout de souffle"(უკანასკნელ ამოსუნთქვამდე). სუიციდი განახორციელა 1979 წლის 8 სექტემბერს 41 წლის ასაკში. 10-ანა ნიკოლ სმიტი-ამერიკელი მსახიობი და მოდელი, იგი მერლინ მონროს ბაძავდა და მისი კუმირი იყო. თვითმკვლელობა განახორციელა ფლორიდის ოტელ «Hard Rock Hotel and Casino»ში 2007 წლის 8 თებერვალს. მსახიობი 39 წლის იყო. 1541 9-ს მოსწონს 2-ს არა
|